იოგურტი და კეფირი დეპრესიას ებრძვის

იოგურტი და კეფირი დეპრესიას ებრძვის

თუ გნებავთ სტრესისგან და დეპრესიისგან გათავისუფლდეთ, კეფირი და იოგურტი მიირთვით, - ასეთია ირლანდიელი მეცნიერების რჩევა, რომლებმაც კორკის უნივერსიტეტში ჩატარებული ცდების დროს ამ პროდუქტებში "დამამშვიდებელი ბაქტერია" აღმოაჩინეს.

ბაქტერია, სახელწოდებით ლაქტობაცილუს რამნოსეს JB-1 დამამშვიდებელი თვისებების მატარებელია. რძემჟავა პროდუქტები, იოგურტი და კეფირი კი მას დიდი რაოდენობით შეიცავენ.

"ეს აღმოჩენა მედიცინას სტრესთან და ფსიქიკურ დარღვევებთან ბრძოლის ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს", - განაცხადა კვლევის ერთ-ერთმა ავტორმა ჯონ კრაიანმა.

კვლევამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ თავის ტვინსა და საჭმლის მომნელებელ სისტემას შორის ძალიან მჭიდრო კავშირია. კუჭ-ნაწლავი დიდ ზემოქმედებას ახდენს ნერვულ სისტემაზე, რომელიც ადამიანის გუნება-განწყობაზე აისახება.

"გარემომცველი სამყარო უფრო მომხიბვლელი მოგეჩვენებათ, თუ თქვენს კუჭს იოგურტს, კეფირს და სხვა რძემჟავა პროდუქტს შესთავაზებთ", - აცხადებენ ირლანდიელი მეცნიერები.

მომზადებულია examiner.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს