ორი თუთიყუში - "ელვისი" და "პრისცილა" სახლს დარაჯივით იცავენ. მათ შეუძლიათ ნამდვილი ძაღლებივით იყეფონ.
უნიკალური თუთიყუშების მფლობელის, ტრევორ ბეიტის თქმით, თუთიყუშებმა ყეფა ესპანეთში ისწავლეს: "ჩვენს მეზობელს ძაღლი ჰყავდა, რომელიც მუდმივად ყეფდა", - ამბობს ტრევორი.
ამჟამად თუთიყუშები მათი მეპატრონის მფლობელობაში არსებულ კომპანია MP Guarding-ის ”დაცვაში გადაიყვანეს”. თუთიყუშებიანი გალია ოფისის ჰოლში დგას.
"ელვისსა" და "პრისცილას" არა მხოლოდ ყეფა ეხერხებათ - მათ ლექსიკონშია სიტყვები: "გამარჯობა", "გვაკოცე", "გადასარევია" - რომლებსაც ჭამის შემდეგ ამბობენ ხოლმე.
მომზადებულია Animal-ის მიხედვით.