რის მიხედვით ირჩევენ ქალები მამაკაცებს?

რის მიხედვით ირჩევენ ქალები მამაკაცებს?

თუ რა კრიტერიუმით ირჩევენ ქალები მამაკაცებს? ფსიქოლოგებმა სცადეს კიდევ ერთხელ ჩაღრმავებოდნენ ქალის ბუნებას და გამოეცნოთ ის თვისებები, რითაც ძლიერი სქესი ქალბატონებს ყველაზე ხშირად იზიდავს.

სიმპათიური, მომხიბვლელი, ნიჭიერი, თავაზიანი და მარტოსული - აღმოჩნდა რომ მამაკაცის ამ კატეგორიას ქალები ყურადღებით არ ანებივრებენ. სამაგიეროდ, ულამაზო და მოუხეშავ ტიპებს გასაქანს არ აძლევენ. ამაში ქალური ლოგიკის პოვნაც კი ძნელია. მაშ, რა არის ის ხიბლი, რაც ქალს მამაკაცისკენ უბიძგებს.

იქნებ საქმე სექსუალურ შესაძლებლობებშია? ფსიქოლოგებმა ეს ვარიანტიც გამოსცადეს, თუმცა პრაქტიკამ ცხადყო, რომ სუპერმაჩოები, რომლებიც მხოლოდ სექსუალურ მანევრებს იყენებენ, ქალებს ხანგრძლივად ვერ ინარჩუნებენ.

ნაკლებად მიმზიდველნი აღმოჩნდნენ ნაზი, ყურადღებიანი, გარეგნულ მხარეზე მზრუნველი ტიპაჟები, რომლებსაც მხოლოდ ბრენდ-მაღაზიებში შეძენილი ნივთები აკმაყოფილებთ. საერთო ინტერესების მიუხედავად, ისინი ქალების თვალში მამაკაცად კი არა, უფრო დაქალებად აღიქმებიან. მათთან საუბარიც სახალისოა და პრობლემებზე წუწუნიც, მაგრამ ამაზე შორს წასვლა ქალებს აღარ სურთ.

რაც შეეხება გარეგნულ მონაცემებს, ლამაზი კაცები ქალბატონების ყურადღებას ყოველთვის იქცევენ, მაგრამ მეორე ნახევრები არც მათ გვერდით ჩერდებიან დიდხანს. "ლამაზი კაცის ყურება კარგია, მაგრამ ლამაზად ცხოვრება უკეთესია", - ასეთია "კრასავჩიკების" ყოფილი ცოლების არგუმენტი.

ფული, იახტები, სახლები, მანქანები, საბანკო ანგარიშები - ყველა ეს სიკეთე ნამდვილად ამშვენებს მამაკაცს, მაგრამ ხომ არსებობენ ყოვლად მოკრძალებული ფინანსური შესაძლებლობის მამაკაცები, რომლებსაც ქალები ბუზებივით ეხვევიან.

ქალის ხასიათის კვლევა-ძიების შემდეგ სპეციალისტებმა დაასკვნეს - მთავარი, რაც ქალს მამაკაცისგან სჭირდება, ქალში ქალის დანახვის უნარი და დაცულობის შეგრძნებაა მის გვერდით. ეს არის ქალების მთავარი პირობა ძლიერი სქესის მიმართ. ამ იშვიათი უნარის გარეშე ქალების სიყვარულის მოპოვება თურმე მსოფლიოს მბრძანებელსაც გაუჭირდება.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს