უცხოური საიტი კაცხის სვეტზე წერს

უცხოური საიტი კაცხის სვეტზე წერს

უცხორური საიტი odditycentral.com, რომელიც მსოფლიოს უცნაურ ძეგლებსა და მოვლენებს აშუქებს, "კაცხის სვეტზე" წერს. 

"ეკლესია სამოთხის გზაზე" - ასე ქვია სტატიას, რომელიც საიტის ადმინისტრაციამ ქართულ ძეგლს მიუძღვნა.

ავტორი ვერ მალავს ნაგებობის ხილვით გამოწვეულ აღფრთოვანებას და მკითხველს საქართველოში ჩამოსვლას ურჩევს.

"ეს ჯორჯიაა, ოღონდ არა ის ჯორჯია, რომელიც ამერიკაშია. ეს არის პატარა ქვეყანა ევროპისა და აზიის საზღვარზე. ქვეყანა, რომელიც წლების განმავლობაში სოციალური თუ ეკონომიკური პრობლემების წინაშე იდგა, პოლიტიკური წნეხის ქვეშ, ქვეყანა, სადაც თქვენ იმედის ციხესიმაგრეს იხილავთ", - წერს საიტი.

"კაცხის სვეტი" (დამიჯერეთ ამაზე უკეთესი სიტყვა მის აღსაწერად არ არსებობს) პატარა ქალაქ ჭიათურადან 10 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს".

"ეკლესია მთის სვეტზეა აგებული, რომელიც დაახლოებით 50 მეტრის სიმაღლისაა. ქართველი ბერი აქ უკვე 20 წელია ცხოვრობს, ხოლო კიბეს, რომელითაც ადამიანები ეკლესიაში ადიან, "ცის კიბე" ეწოდება. ვარაუდობენ, რომ ეკლესია 6-8 საუკუნეებშია აშენებული", - წერს ავტორი.

ავტორი კაცხის სვეტს "მარტოობის ციხესიმაგრესაც" უწოდებს და აღნიშნავს, რომ ადამიანი, რომელიც მასში გარკვეულ დროს დაჰყოფს, ღმერთს უახლოვდება.

საიტზე გამოყენებული ფოტოების ავტორია ივანე გოლიაძე.

მომზადებულია odditycentral.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს