ვიეტნამელი სტუდენტის წყალობით, ახლა პრეზერვატივების მორგება ქალებსაც შეუძლიათ.
Van Lang-ის უნივერსიტეტის სტუდენტმა, ნიენ მინ ტუანმა შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს საკურსო ნამუშევრად 700 პრეზერვატივისგან შექმნილი კაბა წარმოადგინა.
დიზაინერის განცხადებით, ამ კაბის მიზანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის საშუალებებზე ვიეტნამელი ხალხის ინფორმირებაა. ტუანის აზრით, ვიეტნამელების დამოკიდებულება უსაფრთხო სექსის მიმართ შესაცვლელია.
ახალგაზრდა დიზაინერი იმედოვნებს, რომ მისი ნამუშევარი ადამიანებს საყვარელი ადამიანების აივ-ინფექციისგან დაცვაზე დააფიქრებს.
თავად კაბა ძალიან ლამაზი გამოვიდა და მოდის კრიტიკოსებისა და მოდელებისგან შესანიშნავი შეფასებაც მიიღო.
მომზადბეულია odditycentral.com-ის მიხედვით.