საფრანგეთში პროსტიტუციას მამაკაცების დასჯით ებრძვიან

საფრანგეთში პროსტიტუციას მამაკაცების დასჯით ებრძვიან

საფრანგეთის პარლამენტი პროსტიტუციასთან ბრძოლის ახალ ხერხებს განიხილავს. ფრანგი პარლამენტარები სექს-სერვისის მომხმარებელთა სისხლის სამართლებრივი დევნის წინადადებით გამოდიან.

თავდაპირველად ნაციონალური ასამბლეა სიმბოლურ რეზულუციას მიიღებს, რომლის ინიციატორიც სპეციალური კომისიაა. თუ რეზოლუცია პარლამენტართა მხარდაჭერას მოიპოვებს, იანვარში დეპუტატები "მეძავების მომსახურებით სარგებლობისთვის სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის" შესახებ კანონპროექტს განიხილავენ.

ზოგიერთი მონაცემით, საფრანგეთში მეძავთა რაოდენობა 20 000-ს აღწევს.

ანალოგიური კანონი 1999 წელს შვედეთში მიიღეს: სისხლის სამართლის კოდექსი იქ სექსუალური სერვისის მომხმარებლებს სჯის, თუმცა მეძავების დასჯას არ ითვალისწინებს.

ამ უძველესი პროფესიის წარმომადგენელთა დამცველ კანონპროექტს უკვე გამოუჩნდნენ მოწინააღმდეგეები. თუმცა რეზოლუციის ავტორები აცხადებენ, რომ სექს-სერვისის მომხმარებელთა დასჯა "საფრანგეთში პროსტიტუციის მასშტაბების შემცირების საუკეთესო გზაა".

მომზადებულია ВВС-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს