იმამმა ქალებს ბანანთან და კიტრთან შეხება აუკრძალა

იმამმა ქალებს ბანანთან და კიტრთან შეხება აუკრძალა

ევროპელმა მუსლიმანმა ღვთისმსახურმა ქალებს ისეთი ფორმის ხილთან და ბოსტნეულთან მიახლოვება აუკრძალა, რომელიც მამაკაცის სასქესო ორგანოს წააგავს. იმამი იმედოვნებს, რომ მშვენიერი სქესის წარმომადგენლებს ამით ცოდვისგან, ანუ "სექსზე ფიქრისგან" დაიცავს.

როგორც ეგვიპტური საინფორმაციო საიტი Bikya Masr წერს, იმამი დარწმუნებულია, რომ ქალები ბანანს, სტაფილოსა და კიტრს ახლოსაც არ უნდა გაეკარონ.

"თუ ქალს სურს, რომ ეს პროდუქტი საკვებად გამოიყენოს, სხვა პირმა (ნათესავმა მამაკაცმა - მამამ ან ქმარმა) პროდუქტი მცირე ზომის ნაწილებად უნდა დაჭრას და ქალს ამ ფორმით მიაწოდოს", - აცხადებს მუსლიმანი სასულიერო პირი.

ეს ინფორმაცია ინტერნეტში სწრაფად გავრცელდა და ლიბერალი მუსლიმანების ფორუმებზე განხილვის თემად იქცა - მან მავანის განრისხება გამოიწვია, ზოგს კი სასულიერო პირთა ჩამორჩენილი აზროვნების გამო შერცხვა.

მომზადებულია Bikya Masr-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს