ერაყი ბრიტანეთს სადამ ჰუსეინის დუნდულის დაბრუნებას სთხოვს

ერაყი ბრიტანეთს სადამ ჰუსეინის დუნდულის დაბრუნებას სთხოვს

ერაყის მთავრობა ბრიტანეთს სთხოვს, ბრინჯაოს დუნდულა, რომელიც სადამ ჰუსეინის ძეგლს ”მოსტეხეს”, ქვეყანას დაუბრუნონ. 

მონუმენტის ფრაგმენტი ბრიტანეთის საჰაერო ძალების ჯარისკაცს ნაიჯელ ელის (Nigel Ely) ეკუთვნის, რომელმაც 2003 წელს ძეგლის ეს ნაწილი ამერიკელი საზღვაო ძალების სარდლობს ნებართვით, სამშობლოში წაიღო. 

ბრიტანეთში ერაყის საელჩოს წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ სადამ ჰუსეინის ბრინჯაოს ქანდაკების დუნდულა ერაყის კულტურული მემკვიდერობის ნაწილია და მისი დაბრუნება აუცილებელია. თუ ნაიჯელ ელი მონუმენტის ნაწილის დაბრუნებაზე უარს იტყვის, შესაძლოა ქურდობაში დაადანაშაულონ. 

ბრინჯაოს დუნდულას ერაყში დაბრუნებაზე ბრიტანული პოლიცია მუშაობს. სავარაუდოდ, გამოძიება გაარკვევს, ვინ არის მონუმენტის ამ ნაწილის კანონიერი მფლობელი. 

2003 წელს ყოფილი სამხედრო მოსამსახურე ნაიჯელ ელი ერაყში ჟურნალისტად მუშაობდა და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს აშუქებდა. როდესაც სადამ ჰუსეინის რეჟიმი დაემხო და პრეზიდენტის ძეგლი აიღეს, ელი იმ დროს ბაღდადში იმყოფებოდა. მან ამერიკელ სამხედრო ძალებთან შეთანხმებით, ძეგლის ნაწილი მიისაკუთრა და ბრიტანეთში წაიღო.

2011 წელს ბრინჯაოს ფრაგმენტის (ზომით 76 სმ სიგანე და 76 სმ. სიგრძე) აუქციონზე გაყიდვას შეეცადნენ. ვაჭრობიდან შემოსული თანხა ქველმოქმედებას უნდა მოხმარებოდა, მაგრამ ლოტისთვის მინიჭებული თანხა ელის ეცოტავა. წარუმატებელი აუქციონის შემდეგ, ბრინჯაოს დუნდულა ბრიტანეთის მუზეუმს გადასცეს. 

მოზადებულია The Sun-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა