აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას მეუღლე მიშელი ტელეწამყვან ელენ დეჯენერესის შოუს სტუმრობდა.
ელენთან ინტერვიუში მიშელმა მეუღლის ყოფით ჩვევებზე ისაუბრა. აღმოჩნდა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი, ისევე როგორც მამაკაცების 90%, წინდებს იქ ყრის, სადაც მოუხერხდება.
"ის საკუთარ თავს ძალიან აკურატულ ადამიანად მიიჩნევს, მაგრამ მას ჰყავს ადამიანები, რომლებიც მის დაყრილ წინდებს კრეფენ. მე მას ხშირად ვეუბნები: "შენ კი არ ხარ აკურატული ადამიანი, ისინი არიან-მეთქი", - აღნიშნა მიშელ ობამამ.
დეჯენერესის შოუში, მიშელმა შანსი ხელიდან არ გაუშვა და ტელეწამყვანს აზიდვებში შეეჯიბრა. პირველი ლედი იატაკიდან 25-ჯერ აიწია და ელენს 5 აზიდვით აჯობა.
"ვიფიქრე, ულამაზო იქნებოდა პირველი ლედი რომ დამემარცხებინა, ამიტომაც შევჩერდი, - იხუმრა ელენმა, - ამაში ასაკიც არ მიწყობდა ხელს, მე 54 წლის ვარ, ის კი 48 წლის".
გასული წლის შემდეგ, როდესაც კეიპტაუნის უნივერსიტეტში მიშელ ობამამ მხოლოდ 15 აზიდვის გაკეთება შეძლო, პრეზიდენტის მეუღლეს საკუთარ თავზე კარგად უმუშავია.
პირველი ლედი სწორი კვებისა და და ჯანსაღი ცხოვრების წესის აქტიური დამცველია, ის მთელი ქვეყნის მასშტაბით პოპულარიზაციას უწევს პროგრამას "მოდი ვიმოძრაოთ!", რომელიც მოზარდებში ჭარბწონიანობასთან ბრძოლას ითვალისწინებს.
მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით.
Normal 0 false false false MicrosoftInternetExplorer4 BoxOfficeMojo