ამერიკელს ელექტრო სიგარეტი პირში აუფეთქდა

ამერიკელს ელექტრო სიგარეტი პირში აუფეთქდა

ფლორიდის შტატის მკვიდრი ელექტრო-სიგარეტის აფეთქების შედეგად რამდენიმე კბილსა და ენის ნაწილს გამოემშვიდობა.

ვარაუდობენ, რომ აფეთქება ელექტრო-სიგარეტის ბატარეამ გამოიწვია. დაზარელებული მას სიგარეტზე თავის დასანებებლად იყენებდა. მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ელექტრონული სიგარეტი, გარეგნულად, არაფრით განსხვავდება ჩვეულებრივი სიგარეტისგან. ეს არის ერთგვარი მილი, რომელსაც აქვს აკუმულატორი, ორთქლის გენერატორი და ფილტრი, რომელშიც არომატიზატორებია მოთავსებული. მოქაჩვის შემდეგ, ფილტრი იწვის და მწეველი ორთქლს ისუნთქავს, რაც სიგარეტის მოწევის იმიტაციას ქმნის.

ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციამ, სხვა სამედიცინო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, კვლევა ჩაატარა და დაადგინა, რომ ელექტრონული სიგარეტი, ჩვეულებრივი სიგარეტის მსგავსად, ჯანმრთელობისთვის სახიფათოა.

მომზადებულია AP-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს