ქალი ავარიას სილიკონის მკერდის წყალობით გადაურჩა

ქალი ავარიას სილიკონის მკერდის წყალობით გადაურჩა

დიდი მკერდი, არა მხოლოდ ქალის ღირსება, არამედ გადარჩენის საშუალებაცაა. ამაში შეილა ჰერშლი უკვე დარწმუნდა. 32 წლის ტეხასელი ქალი ავარიის დროს სილიკონის მკერდმა გადაარჩინა.

ცოტა ხნის ხინ, შეილა ავარიაში მოყვა, სადაც შეიძლებოდა სერიოზულად დაშავებულიყო. იგი მანქანით ხეს შეეჯახა. შეილას უსაფრთხოების ღვედი არ ეკეთა და ტექნიკური გაუმართაობის გამო, უსაფრთხოების ბალიშებიც არ გაიშალა.

ავარიის შესახებ ქალმა ტელეკომპანია Fox 26-ის ეთერში ისაუბრა: ”ბედნიერი ვარ, რომ ცოცხალი გადავრჩი! მკერდი გაფუჭდა, მაგრამ მე სიკვდილისგან მიხსნა”, - აღნიშნა შეილამ.

შეილა ჰერშლი ბრაზილიაში დაიბადა, მაგრამ 2000 წლიდან ამერიკაში ცხოვრობს. მან ფუმფულა მკერდიან ლამაზმანებზე შექმნილი სტერეოტიპი დაანგრია და პორნო-ფილმებში მონაწილეობა არ მიუღია. იგი ჩვეულებრივი ამერიკელი დიასახლისია და ბრაზილიურ ტელესერიალებში თამაშობს. შეილამ 10-ზე მეტი პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა.

ერთ-ერთი ოპერაციის შემდეგ, შეილა მკერდის ამერიკული ზომის - 51KKK მფლობელი გახდა, რის წყალობითაც ბრაზილიის რეკორდების წიგნში მოხვდა.

სილიკონის წყალობით სასწაულებრივი გადარჩენის შემთხვევები არც ისე იშვიათი მოვლენაა. ანალოგიური შემთხვევა 2009 წელს, ისრაელში მოხდა. მაშინაც ავარიაში მოყოლილი ქალი სილიკონის იმპლანტანტებმა გადაარჩინეს.

მომზადებულია The New York Post-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს