გენიოსი მამაკაცების უჩვეულო სექსუალური გატაცებები

გენიოსი მამაკაცების უჩვეულო სექსუალური გატაცებები

სხვადასხვა ეპოქის გენიოსი მამაკაცების პირადი ცხოვრება ხშირად საზოგადოების ყურადღების მიღმა რჩებოდა. აღმოჩნდა, რომ ძლიერი სქესის ლეგენდარულ წარმომადგენლებს საკმაოდ უჩვეულო სექსუალური ფანტაზიები ჰქონდათ.

ჟან-ჟაკ რუსო ძალიან მკაცრად იზრდებოდა. მას იმდენად ჰქონდა გამჯდარი იმ დროინდელი დასჯის მეთოდები სისხლში, რომ სექსუალური აქტის დროს პარტნიორს გაწკეპლვას სთხოვდა. მწერალმა განაცხადა, რომ გაროზგვისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულება პირველად 8 წლის ასაკში იგრძნო, როდესაც თავისი ძიძა, მადამ ლამბერიე შეუყვარდა. ძიძა საკმაოდ მკაცრი იყო და ხშირად სცემდა მას.

ლორდი ბაირონი ცნობილი ალფონსი იყო. მომხიბვლელი გარეგნობის გამო, ის ქალებში დიდი პოპულარობით სარგებლობდა, თუმცა ერთი უცნაურობა მასაც ახასიათებდა. ლორდ ბაირონს განსაკუთრებული სექსუალურ ლტოლვა მამაკაცის სამოსში გამოწყობილი ქალებისადმი ჰქონდა. ამასთან, ის საყვარლებს ულვაშებსაც აწებებდა.

ინგლისის მეფე, ედუარდ მეორე საწოლში მამაკაცებს ანიჭებდა უპირატესობას, მაგრამ მეფური ვალი მისგან შთამომავლის გაჩენას მოითხოვდა. ასე რომ, ცოლთან სექსუალური კავშირის დამყარება მას მაინც უწევდა. იმისათვის, რომ საწოლში ცოლთან არ მოსწყენოდა, მეფეს თან თავისი საყვარელი მიჰყავდა. საბოლოოდ, დედოფალი საწოლთან იჯდა და ელოდებოდა, სანამ მისი მეუღლე საყვარელთან საკმარისად აღიგზნებოდა, რათა წყვილს შორის სრულფასოვანი აქტი შემდგარიყო.

ფრიდრიხ ნიცშე საკმაოდ მოკრძალებული იყო პარტნიორთა სიმრავლით. მას სულ 4 ქალი ყავდა. ერთ-ერთი ამ 4 ქალთაგან მისი და იყო. ნიცშემ მათი ურთიერთობა წიგნში - "ჩემი და და მე" აღწერა. აღსანიშნავია, რომ სიკვდილის წინ ფილოსოფოსი სისხლის აღრევას ძალიან ნანობდა.

მომზადებულია neva24.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს