აზერბაიჯანი ხელოვნურ კუნძულებს აშენებს

აზერბაიჯანი ხელოვნურ კუნძულებს აშენებს

ბაქო ცდილობს დუბაი, როგორც არქიტექტურული საოცრებების ქალაქი, უკან ჩამოიტოვოს.

მსოფლიოს ყველაზე მაღალი ცათამბჯენი აზერბაიჯანში აშენდება. ეს აზერბაიჯანის გამოწვევაა არაბეთის გაერთიანებული ემირატების მიმართ. დღემდე ყველაზე მაღალი შენობა - Burj Khalifa დუბაიში მდებარეობდა.

აზერბაიჯანის ცათამბჯენის სიმაღლე 1050 მეტრი იქნება, რაც 22 მეტრით აღემატება წინამორბედს.  ცათამბჯენის მშენებლობა 2015 წელს დაიწყება. მას კომპანია Avesta Group of Companies უხელმძღვანელებს.

ეს ყველაფერი არაა. მსოფლიოს ყველაზე მაღალი შენობის გარშემო 41 ხელოვნური კუნძული შეიქმნება და მასზე მთელი ქალაქი გაშენდება. თავად ცათამბჯენი კომპოზიციის ცენტრალური არქიტექტურული ელემენტი იქნება.

ხელოვნური კუნძულები კასპიის ზღვაში, ბაქოს სამხრეთ-დასავლეთით გაშენდება. კუნძულები ქვეყნის ახალ ბიზნეს-ცენტრად მოიაზრება. ქალაქი მლნ მცხოვრებზე იქნება გათვლილი. კუნძულები ერთმანეთს ხიდებით დაუკავშირდებიან. აქ განთავსდება აეროპორტები და ფორმულა-1-ის ტრასა.

კუნძულების მშენებლობისთვის ბიუჯეტიდან 100 მლრდ დოლარი გამოიყო. აქედან 2 მლრდ აზერბაიჯანის ცათამბეჯენის მშენებლობას მოხმარდება.

მსოფლიოს ყველაზე მაღალი შენობის მშენებლობა 2018-2019 წლებში დასრულდება, ხოლო კუძულების მშენებლობა - 2022 წლამდე.

მომზადებულია segodnya.ua-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს