კატა, რომელსაც შუბლში ტყვია მოხვდა, გადარჩა

კატა, რომელსაც შუბლში ტყვია მოხვდა, გადარჩა

იღბლიანა კატა, რომელსაც ბოროტმოქმედმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა, გადარჩა. ტყვია შინაურ ცხოველს ზუსტად თვალებს შორის მოხვდა. მისი ამოღება კატის სხეულიდან დღემდე ვერ მოახერხეს.

ცხოველის პატრონი ჰელენ კონელი ყვება, რომ შოკში ჩავარდა, როდესაც მისი 9 თვის კატა, რომელსაც კუკი ქვია, სახლში სისხლიანი დაბრუნდა. როდესაც ის ვეტერინართან წაიყვანეს, გაირკვა, რომ ტყვია კატის თავის ქალაში გაიჭედა.

ვეტერინარის თქმით, ტყვიის ამოღება ცხოველის სიცოცხლეს საფრთხეს შეუქმნიდა, ამიტომ მას ხელი არ ახლეს. კუკის მხოლოდ ტკივილგამაყუჩებლები გაუკეთეს. მისი ჭრილობა დაამუშავეს და სახლში გამოისტუმრეს.

მომხდართან დაკავშირებით საქმეა აღძრული.

მომზადებულია thesun.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს