პოლონეთში ხიდი მოიპარეს

პოლონეთში ხიდი მოიპარეს

პოლონეთის სამხრეთ-დასავლეთში ხიდი მოიპარეს. დღის საათებში ქურდებმა ერთ-ერთი შახტის მოქმედი ხიდი ნაწილებად დაშალეს და ჯართში ჩააბარეს.

ბოროტმოქმედებმა ლითონის ჩასაბარებელ პუნქტში დაშლილი ხიდის თითქმის ყველა ნაწილი მიიტანეს.

ქურდები შემთხვევით დაიჭირეს. ისინი ობიექტზე დარჩენილი ნაწილების წამოსაღებად მივიდნენ, როდესაც მანქანა გაუფუჭდათ.

შახტის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელმა საეჭვო სატვირთო მანქანა შენიშნა და პოლიციას შეატყობინა. ადგილზე მისულ სამართალდამცველებს სატვირთო მანქანის მძღოლმა გულწრფელად განუცხადა, რომ რკინა გასაყიდად მიჰქონდა.

ქურდები დააკავეს. მათ 5 წელი თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

მომზადებულია РИА "Новости"-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს