მსოფლიოს 4 ადგილი, სადაც სიკვდილი აკრძალულია

მსოფლიოს 4 ადგილი, სადაც სიკვდილი აკრძალულია

მსოფლიოში არსებობს 4 ადგილი, სადაც სიკვდილი აკრძალულია. ეს რელიგიური და გარემო ფაქტორით არის გამოწვეული.

იცუკუშიმა, იაპონია: იაპონელებს სწამთ, რომ ეს კუნძული წმინდა მიწაა. მისი სიწმინდის შენარჩუნება კი ყველაფერზე მნიშვნელოვანია. წმინდა სალოცავთან ახლოს 1878 წლიდან არც გარდაცვალება და არც მშობიარობა არ იყო ნებადართული. ფეხმძიმე ქალები მშობიარობამდე რამდენიმე დღით ადრე კუნძულს ტოვებდნენ. ერთადერთი ბრძოლა, რომელიც იცუკუშიმაზე მოხდა, 1555 წელს მიაჯიმას ომი იყო. გამარჯვებულმა მეთაურმა ბრძანა, სასწრაფოდ ამოეთხარათ გვამები მიწიდან. კუნძული მთლიანად გაწმინდეს სისხლისგან. შენობებიც განაახლეს. მას შემდეგ ამ ტერიტორიაზე სიკვდილი აკრძალულია.

ლონგეარბიენი, ნორვეგია: ნორვეგიის ამ ქალაქში სიკვდილი აკრძალულია. ქალაქს მხოლოდ პატარა სასაფლაო აქვს, სადაც უკანასკნელი მიცვალებული 70 წლის წინ დაკრძალეს. მიზეზი ისაა, რომ გვამი მიწაში არ იხრწნება.

ადამიანები, რომლებსაც მძიმე სენი აქვთ, ვერტმფრენითა და გემით ნორვეგიის სხვა მხარეში გადაჰყავთ და იქ ატარებენ სიცოცხლის უკანასკნელ დღეებს.

ფალსიანო დელ მასიკო, იტალია: ეს პატარა ქალაქი, იტალიის სამხრეთით მდებარეობს და სიკვდილი აქაც იკრძალება. ქალაქში არაა საკმარისი სივრცე იმისთვის, რომ გვამი დაკრძალონ. ქალაქის მერიამ გადაწყვიტა, ახალი სასაფლაო გახსნას, მანამდე კი მოსახლეობა ვალდებულია, სიკვდილი არ მიიკაროს.

სარფოურენქსი, საფრანგეთი: საფრანგეთის ამ სოფელშიც მერიამ სიკვდილი აკრძალა. საფრანგეთის სასამართლომ ქალაქის სასაფლაოს გაფართოებაზე უარყოფითი გადაწყვეტილება მიიღო.

მომზადებულია odditycentral.com- ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს