8 წლის ბიჭი დღეში ორ კოლოფ სიგარეტს ეწევა

8 წლის ბიჭი დღეში ორ კოლოფ სიგარეტს ეწევა

8 წლის ინდონეზიელი ბავშვი დღეში ორ კოლოფ სიგარეტს ეწევა. ილჰამი სიგარეტს 4 წლის ასაკში დაეჩვია, ახლა კი დღეში მინიმუმ 25 ღერს ეწევა. ამ დამღუპველმა ჩვევამ ბიჭს სკოლის მიტოვებაც აიძულა, რადგან მასწავლებლები კლასში მოწევას უკრძალავდნენ.

ინდონეზიაში იმ პირთა ასაკი, რომელთაც სიგარეტის შეძენა შეუძლიათ, კანონით დადგენილი არ არის. ამიტომ ილჰამი დედის მიცემული 5000 რუპიით სიგარეტს ყოველდღიურად ყიდულობს.

მშობლებმა სცადეს, ბავშვისთვის მოწევა აეკრძალათ, თუმცა ამ ფაქტმა 8 წლის ბიჭუნა ისე გააღიზიანა, რომ სახლში ყველა ფანჯარა დალეწა. ოჯახის წევრები დანებდნენ. 

სტატისტიკური მონაცემებით, ინდონეზიის ხელმოკლე მოსახლეობა სიგარეტის შესაძენად ოჯახის ბიუჯეტის 50%-ს ხარჯავს. დანარჩენი 50% საკვებს ხმარდება. ქვეყანაში ყოველი მესამე ადამიანი ეწევა. სახელმწიფო სიგარეტის იმპორტისგან დიდ შემოსავალს იღებს და ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდა ხელისუფლებისთვის მომგებიანი არ არის.

იხილეთ ვიდეო

მომზადებულია skuky.net-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს