მსოფლიოს 6 თვალწარმტაცი ჭაობი

მსოფლიოს 6 თვალწარმტაცი ჭაობი

ვებგვერდმა oddstuffmagazine-მ მსოფლიოში ყველაზე უჩვეულო და თვალწარმტაცი ჭაობების ნუსხა წარმოადგინა.

ჭაობი პანტანალი, ბრაზილია, პარაგვაი და ბოლივია: პანტანალი მსოფლიოში ყველაზე დიდი ჭაობია. ის ბრაზილიაში, მატო გროსო დო სულის შტატში მდებარეობს და ბოლივიისა და პარაგვაის ტერიტორიებზეც ვრცელდება.

ნაკრძალის ფართობი 140 000- დან 195  000 კვადრატულ კილომეტრამდე მერყეობს. პანტანალი წყლის უდიდესი აუზია. პანტანალის ნაკრძალის დაახლოებით 80% წვიმის სეზონის დროს იძირება. აუზში წყლის დონე 2-დან 5 მეტრამდე იზრდება.

პანტანალი ნესტიან ტერიტორიაზე მდებარეობს და უდიდესია მსოფლიოში ამ სახის ლანდშაფტებს შორის. ამ ტერიტორიაზე განსაცვიფრებელი სილამაზის უამრავი წყალმცენარე იზრდება.

კანდაბას ჭაობი, ფილიპინები: კანდაბას ჭაობი ფილიპინების დედაქალაქ მანილადან ჩრდილო-აღმოსავლეთით 60 კილომეტრში, პამპანჯას პროვინციაში მდებარეობს. წვიმის სეზონზე ტერიტორია წყლით იტბორება, თუმცა ნოემბრიდან აპრილის თვემდე შრება და ჭაობს ადგილობრივები სამეურნეო ფართობად იყენებენ, სადაც ბრინჯსა და საზამთროს თესავენ.

კანდაბას ჭაობი წვიმის სეზონზე ბუნებრივი წყლის აუზად იქცევა. ჭაობი 32 000 ჰექტარზეა გადაჭიმული და მინდვრითაა გარშემორტყმული.

ტიგრის-ევფრატის ჭაობი, დასავლეთ აზია: ეკორეგიონი ორი დიდი მდინარით, ტიგრითა (ტიგროსი) და ევფრატით ხასიათდება. მდინარეებს რამდენიმე პატარა შენაკადი აქვთ, რომელიც ტბებსა და ჭაობებს ქმნიან. ტიგროს-ევფრატის უზარმაზარი ჭაობი დასავლეთ აზიაში მდებარეობს.

რეგიონში სუბტროპიკული კლიმატი ვრცელდება. ჭაობიანი მიწა სხვადასხვა სახეობის ფრინველის, მცენარისა და ცხოველის სახლია. ტერიტორიაზე ბინადრობს კამეჩი, ანტილოპები, ქურციკები, პატარა ცხოველები და ძუძუმწოვრები.

ლა დიგუს ჭაობი, სეიშელი: ლა დიგუ სიდიდით მეოთხე უდიდესი კუნძულია სეიშელის კუნძულებს შორის.კუნძულზე დაახლოებით, 2 000 ადამიანი ცხოვრობს.

ტერიტორია 10 კვადრატულ კილომეტრზეა გადაჭიმული. კუნძულზე მდებარე სხვადასხვა მცენარით გარშემორტყმული ჭაობი თვალისმომჭრელად გამოიყურება.

ატჩაფალაია, ლუიზიანა, შეერთებული შტატები: ატჩაფალაიას ჭაობი ყველაზე დიდი ჭაობია შეერთებულ შტატებში. ის ლუიზიანას სამხრეთით მდებარეობს.

ატჩაფალაია უნიკალურია ლუიზიანას აუზებს შორის, რადგან მას აქვს მზარდი დელტა სისტემა. ატჩაფალაიას აუზი გარშემორტყმულია მდინარის დაბლობით, შევსებულია მდინარის შენაკადითა და ჭაობით. 2 410 კვადრატული კილომეტრის ფართობის ჭაობი შტატებში ყველაზე მასშტაბურია. ტერიტორიაზე მდებარე ტყეში კი დათვები ბინადრობენ.

ოკავანგოს ჭაობი, ბოტსვანა: ოკავანგოს დელტა, ან ოკავანგოს ჭაობი ბოტსვანაში მდებარეობს. ოკავანგოს დელტა სეზონური წვიმების შედეგად დატბორვით საზრდოობს. ტერიტორიაზე უამრავი გარეული ცხოველი ბინადრობს და ტურისტებში ძალიან პოპულარულია. წყალში 71 სახეობის თევზი ბინადრობს.

მომზადებულია oddstuffmagazine.com- ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს