ავსტრალიელმა მხატვარმა აელიტა ადრემ ხელოვნების სამყარო ააფორიაქა. მას უკვე ჰქონდა ორი პერსონალური გამოფენა აშშ-სა და იტალიაში და მისი ნახატები უკვე შეიძინა რამდენიმე კოლექციონერმა, არადა აელიტა ჯერ მხოლოდ 4 წლისაა.
აელიტამ ხატვა 9 თვის ასაკში დაიწყო. მისი ნამუშევრები შინაარსით აბსტრაქტულ და სურეალისტურ მიმდინარეობებს უახლოვდება.
გოგონას დირექტივებს არავინ აძლევს. ის ყოველთვის თავად წყვეტს, რა და როდის დახატოს. შესაძლოა მუშაობას თამაშის გამო მოწყდეს, თუმცა ხატვას მალევე უბრუნდება.
ანდრეს ნახატები იაფი სულაც არ არის. ერთ-ერთი მათგანი 300 000 დოლარად გაიყიდა, ხოლო გაყიდული ნახატების საერთო ღორებულება 1 მლნ დოლარს აღწევს.
გოგონას ნახატებიდან რამდენიმე იმდენად კარგია, რომ კრიტიკოსებს ეჭვი ეპარებათ, რომ ის 4 წლის გოგონამ სხვების დახმარების გარეშე დახატა.
ანდრე ავსტრალიის ვიზუალური ხელოვნების ასოციაციის წევრია. მისი მშობლები რუსი ფოტოგრაფი ნინა კალაშნიკოვა და ავსტრალიელი მხატვარი მაიკლ ანდრე არიან.
ერთხელ მელბურნის სამხატვრო გალერეის დირექტორმა უცნობი მხატვრის ნამუშევრები ნახა და გალერეაში მათი გამოფენა გადაწყვიტა. როდესაც სარეკლამო ბუკლეტები უკვე დაბეჭდილი იყო და მედიამ ექსპოზიციის ანონსიც გააშუქა, დირექტორმა მხოლოდ მაშინ შეიტყო, რომ ეს უცნობი მხატვარი 2 წლის იყო.
იხილეთ ვიდეო: 4 წლის გოგონა ფენომენალურად ხატავს
მომზადებულია nypost.com-ის მიხედვით.