დუბაი მსოფლიოს კიდევ ერთ ინოვაციურ პროექტს შესთავაზებს - სასტუმრო, რომელიც წყალში აშენდება. კომპანია Deep Ocean Technology-მ ახალი დიზაინის პროექტი - Water Discus Hotels წარადგინა.
პროექტის მიხედვით, კონსტრუქცია ორი დისკოსგან - წყალქვეშა და წყლის ზედაპირზე არსებული მონაკვეთისგან შედგება. ორიგინალური დიზაინი სტუმრებს საშუალებას მისცემს, ოკეანის სიღრმით დატკბნენ. ორნაწილიანი კონსტრუქცია ერთმანეთს სამი მყარი სვეტითა და ვერტიკალური მაღაროთი უკავშირდება. თითოეული დისკო ადგილობრივი პირობების გათვალისწინებით არის შექმნილი.
სტუმრებს საშუალება ექნებათ წყალქვეშ 10 მეტრის სიღრმეზე ფეშენებელურ ოთახებში დაისვენონ, ხოლო გასარუჯად ზედა გემბანს მიაშურონ. სასტუმროს წყალქვეშ მხოლოდ 21 ოთახი ექნება და სპეციალური განათების წყალობით, დამსვენებლები შეძლებენ, წყალქვეშა სამყაროს ულამაზესი ხედებით დატკბნენ.
მომზადებულია beautifullife.info- ს მიხედვით.