ყაზანში სტრიპტიზის ჩემპიონატი გაიმართა

ყაზანში სტრიპტიზის ჩემპიონატი გაიმართა

ყაზანში სტრიპტიზისა და ეროტიული ცეკვების პირველი ჩემპიონატი გაიმართა. ჩემპიონატს ორგანიზებას თათრეთის ბოდიბილდინგისა და ფიტნესის ფედერაცია უწევდა. გავრცელებული ინფორმაციით, ღონისძიების არაოფიციალური ორგანიზატორი ახალგაზრდობის, სპორტისა და ტურიზმის სამინისტრო იყო.

ჩემპიონატის ფარგლებში ჟიურის წინაშე 15 ჯგუფური და სოლო ცეკვა წარადგინეს. მონაწილეთა საცეკვაო რეპერტუარი და კოსტუმები სპეციფიური იყო - მაცდური მედდების კოსტუმებში გამოწყობილი გოგონები ეროტიულ საცეკვაო კოსტუმებში გამოწყობილ გოგონებს ეჯიბრებოდნენ.

უჩვეულო სანახაობას რამდენიმე ათეული ადამიანი ესწრებოდა, ძირითადად - მამაკაცები. შეჯიბრის არცერთი მონაწილე არ გაშიშვლებულა.

შეჯიბრის გამარჯვებულებს საჩუქრები, დიპლომები და ფულადი ჯილდოები გადასცეს. გამარჯვებულს 5 000 რუბლი ხვდა წილად. პირველი ადგილი დაიკავა ჯგუფმა "ლიგამ", რომელშიც გოგონებთან ერთად ერთი მამაკაციც ცეკვავდა.

იხილეთ ვიდეო

მომზადებულია business-gazeta.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს