ჩილეში მსოფლიოში ყველაზე დიდი აუზი ააშენეს

ჩილეში მსოფლიოში ყველაზე დიდი აუზი ააშენეს

ჩილეში, კურორტ სან ალფონსო დელ მარზე, მსოფლიოში ყველაზე დიდი აუზია განთავსებული, რომლის მშენებლობა 1 მლრდ დოლარი დაჯდა. აუზის სიგრძე 20-ჯერ აღემატება ოლიმპიური თამაშებისთვის განკუთვნილ საცურაო აუზებს.

უზარმაზარი ხელნაკეთი ლაგუნა ქალაქ ალგარობოში მდებარეობს. ის 66 მლნ გალონი კრისტალურად სუფთა ზღვის წყალით არის სავსე.

გარდა სიგრძისა, ჩილეს აუზი რეკორდების წიგნში ყველაზე ღრმა აუზის სახელითაც შევიდა. მისი სიღრმე 36 მეტრამდე აღწევს.

აუზი კომპიუტერიდან იმართება. მას დამონტაჟებული აქვს ოკეანედან სუფთა წყლის ამოტუმბვის და აუზში გადანაწილების სისტემა. ამის გათვალისწინებით აუზში ზღვის მინერალებიც ხვდება. გარდა ამისა, მზე დაგუბებულ წყალს 26 გრადუსამდე ათბობს, რაც ოკეანის ტემპერატურაზე 9 გრადუსით მეტია.

მსოფლიოში ყველაზე დიდ აუზში თავისუფლად შეუძლიათ გადაადგილება პატარა ნავებსა და მინი-კატერებს.

იხილეთ ვიდეო

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს