ვეშაპები ფეხბურთს თამაშობენ

ვეშაპები ფეხბურთს თამაშობენ

ჩინეთში, პეკინის აკვარიუმ Beijing Aquarium-ში თეთრ ვეშაპებს ფეხბურთის თამაში ასწავლეს. წყლის ბინადრები სპორტის ამ ახლადათვისებული სახეობით სიამოვნებით ერთობიან.

თეთრი ვეშაპი დელფინების ოჯახს ეკუთვნის. ყველაზე დიდი მამალი ვეშაპი სიგრძეში 6 მეტრს აღწევს და 2 ტონას იწონის. ამ ჯიშის დედალი ვეშაპები კი გაცილებით პატარა ზომისანი არიან.

Beijing Aquarium-ი პეკინის ზოოპარკის ნაწილია. უზარმაზარ ნიჟარის ფორმის შენობაში უამრავი მცენარეა. იგი 12 ჰექტარზეა გადაჭიმული და მსოფლიოში ყველაზე დიდ აკვარიუმად ითვლება. მასში 1000-ზე მეტი სახეობის წყლის ბინადარი ცხოვრობს.

მომზადებულია Goodnewsanimal.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს