სასიკვდილო დოზები - კოღოს რამდენი კბენაა ადამიანისთვის სასიკვდილო?

სასიკვდილო დოზები - კოღოს რამდენი კბენაა ადამიანისთვის სასიკვდილო?

1. ალკოჰოლი

სასიკვდილო დოზა - 3 ბოთლი არაყი ერთ ჯერზე.

სისხლში ალკოჰოლის სასიკვდილო კონცენტრაციად 5-6 პრომილეს ანუ შესმულ 400-450 გრამ სუფთა ალკოჰოლს მიიჩნევენ, რაც ერთ ჯერზე მიღებულ 1,25-1,5 ლიტრ არაყს უდრის.

2. პოლივიტამინები

სასიკვდილო დოზა - 5000 აბი დღეში.

ადამიანის სიკვდილი შესაძლოა, ვიტამინმაც გამოიწვიოს. ამისთვის სპეციალური ტერმინი - ჰიპერვიტამინოზიც კი არსებობს. მაგალითად: ვიტამინის გადამეტებული დოზა თავის ტკივილს, თავბრუსხვევას, ღებინებას, პულსის აჩქარებას, გონების დაკარგვასა და კრუნჩხვებს იწვევს.

ვიტამინ B1-ის ზედმეტი დოზა: ღვიძლისა და თირკმლების დისფუნქცია.

ვიტამინ B12-ის ზედმეტი დოზა: პულსის აჩქარება, სისხლის შედედების მომატება.

ვიტამინ D2-ის გადამეტებული დოზა: სისუსტე, წყურვილი, ღებინება, ციებ-ცხელება, არტერიული წნევის მომატება, სუნთქვის გაძნელება, პულსის შენელება.

E ვიტამინის ზედმეტი დოზა: მეტაბოლიზმის დარღვევა, ტრომბოფლებიტი, ნეკროზული კოლიტი, თირკმლების უკმარისობა, სისხლჩაქცევები თვალის ბადურის გარსში, ჰემორაგიული ინსულტი.

A და D ვიტამინების სასიკვდილო დოზა მცირე დროში - 5000 აბია; ასეთ შემთხვევაში, ორგანიზმი შარდთან ერთად მის გამოყოფას ვერ მოასწრებს.

3. მზე

სასიკვდილო დოზა - 8 საათი მზეზე.

სერიოზული სითბური დარტყმის მისაღებად ადამიანმა მზეზე 2-დან 8 საათამდე უნდა გაატაროს.

თავდაპირველად საერთო სისუსტე, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ხმაური ყურებში, შემდგომ კი - 40-42 გრადუსი ტემპერატურა, გულისრევა, პულსისა და სუნთქვის გახშირება, ბოდვა, არტერიული წნევის დაცემა, გონების დაკარგვა და...

4. ნიკოტინი

სასიკვდილო დოზა - 94 ღერი სიგარეტი ერთ ჯერზე.

5. მარილი

სასიკვდილო დოზა - 250 გრამი ერთ მიღებაზე.

სისხლში მარილის გადამეტებული რაოდენობის დროს მკვეთრად იმატებს არტერიული წნევა, რაც თავისთავად, საშიშია. წნევის მატებას თან ახლავს შეშუპება (1 გ ნატრიუმის ქლორიდი ორგანიზმში 100 მლ სითხის შეკავებას იწვევს). მოსალოდნელია ტვინისა და ფილტვების შეშუპება, რასაც სიკვდილი მოჰყვება...

6. კოფეინი

სასიკვდილო დოზა - 150 ჭიქა ესპრესო ერთ მიღებაზე.

30 მლ კარგი ესპრესო, რომელიც მის მშობლიურ იტალიაში ადრენალინის ყლუპს წააგავს, სულ ცოტა 100 მგ კოფეინს შეიცავს. ერთად შესმული 150 ჭიქა ესპრესო (სულ 4,5 ლ) და - სიკვდილი გარდაუვალია...

7. წყალი

სასიკვდილო დოზა - 8-10 ლიტრი დღეში.

ჯანმრთელი ადამიანის დღიური ნორმა 1,5-2 ლიტრია. სამჯერ და ოთხჯერ მეტი წყლის მიღებამ შესაძლოა, ე.წ. წყლით მოწამვლა ანუ წყლით ინტოქსიკაცია გამოიწვიოს, რაც ორგანიზმში სითხისა და მარილების ცვლის დარღვევას ნიშნავს. თირკმლები წყლის ორგანიზმიდან გამოყოფას ვერ ასწრებს, მარილის კონცენტრაცია ეცემა და უჯრედები წყლით ივსება, რასაც ტვინის, ფილტვებისა და სხვა ორგანოების შეშუპება მოსდევს.

8. ელექტრობა

სასიკვდილო დოზა - 0,1 ამპერზე მეტი.

"უკომპრომისო" ვარიანტი - ელექტროსკამი სასიკვდილო განაჩენის აღსასრულებლად, აშშ-ის ექვს შტატში ისევ გვხვდება. ძაბვა - 1700-2400 ვოლტი, დენის ძალა - 6 ამპერი. 20 წამიდან 1 წუთამდე პერიოდში ორი მუხტი და - თუ ყველაფერი რეგლამენტის შესაბამისად მიმდინარეობს, სიკვდილმისჯილი 1/240 წამის შემდეგ გონებას კარგავს და კვდება.

ადამიანის სიცოცხლისთვის საყოფაცხოვრებო ელექტროტექნიკაც საშიშია. სცენები ფილმებიდან, სადაც პერსონაჟებს აბაზანაში ჩართული ფენის ჩაგდებით კლავენ, სინამდვილეს შეესაბამება. თეორიულად, თუ სველი ხელით ლურსმანს ავიღებთ და ჩვეულებრივ 220-ვოლტიან შტეფსელში შევყოფთ, ჩვენზე 0,1-0,2 ამპერი ძალის დენის განმუხტვა მოხდება, მაშინ, როდესაც ადამიანს კონტაქტიდან ხელის დამოუკიდებლად მოშორება მაქსიმუმ 0,01 ამპერის შემთხვევაში შეუძლია. 1-3 წამის შემდეგ სუნთქვის დამბლა დაგვემართება და გული გაჩერდება.

9. კოღო

სასიკვდილო დოზა - 500000 კბენა.

მდედრ კოღოს, რომელიც საშუალოდ, 2,6 მგ-ს იწონის, ჩვენი სხეულიდან საკუთარ წონაზე ორჯერ მეტი ანუ 5 მგ (0,005 მლ) სისხლის გამოწოვა შეუძლია. საშუალო სტატისტიკურ მამაკაცს დაახლოებით 5-5,5 ლიტრი სისხლი აქვს, რაც სხეულის საერთო მასის 7%-ს შეადგენს. სისხლის 15%-ის დაკარგვა ადამიანის ჯანმრთელობას არაფერს ავნებს, მაგრამ ერთბაშად 2-2,5 ლიტრის დაკარგვა მომაკვდინებლად არის მიჩნეული. ამგვარად, თუ ტყეში ხანმოკლე გასეირნების დროს ნახევარი მილიონი მდედრი კოღო დაგკბენთ, ვეღარაფერი გიშველით...

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს