დანიელმა პორნოგოგონებმა საფეხბურთო მატჩში გერმანელები დაამარცხეს

დანიელმა პორნოგოგონებმა საფეხბურთო მატჩში გერმანელები დაამარცხეს

ბერლინში გერმანელ და დანიელ პორნოვარსკვლავებს შორის უჩვეულო საფეხბურთო მატჩი გაიმართა. შეხვედრა გერმანელებისთვის გამანადგურებელი ანგარიშით - 13:1 დასრულდა. მატჩი 16 ივნისს ”ევრო-2012”-ზე გერმანიის და დანიის ნაკრებთა შეხვედრის წინა დღეს გაიმართა. ქალები წელსზემოთ შიშვლები იყვნენ და სხეულზე თავიანთი ქვეყნების ფეხბურთის ნაკრებების მაისურები ჰქონდათ დახატული.

ტრადიციის მიხედვით, საერთაშორისო შეჯიბრებების დროს გერმანელი პორნოვარსკვლავები მეტოქე ქვეყნიდან კოლეგებს სათამაშოდ იწვევენ. მაგალითად, 2010 წლის ივნისში, მსოფლიო ჩემპიონატის დროს, ისინი ავსტრალიელების წინააღმდეგ თამაშობდნენ. ამ სამახსოვრო მატჩის ერთ-ერთი ვარსკვლავი მოგვიანებით მკერდის გადიდების მეექვსე ოპერაციის შედეგად გარდაიცვალა.

Sexy Soccer-ის მარტჩების თავისებურება სპორტსმენების უნიფორმაა, რომელიც მომდგარი მოკლე შარვლისა და შიშველ სხეულზე მოხატული ეროვნული სიმბოლიკისგან შედგება. ისინი რეკლამას უწევენ არა მხოლოდ ფეხბურთს, არამედ საკუთარ თავსაც.

მომზადებულია Sportige-ის მიხედვით.

ასევე იხილეთ: გერმანელი და ავსტრალიელი პორნოვარსკვლავების საფეხბურთო მატჩი (ვიდეო)

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს