ავტორი:

მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანები, რომლებსაც განათლება არ მიუღიათ

მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანები, რომლებსაც განათლება არ მიუღიათ

უამრავ მდიდარ ადამიანს არ დაუმთავრებია უმაღლესი სასწავლებელი, თუმცა, დიპლომის არქონას მათთვის ხელი არ შეუშლია მილიარდების მოპოვებაში.

მაგალითად, ტაიგერ ვუდსი ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენია მთელს მსოფლიოში. მას გოლფის თამაში პროფესიონალურ დონეზე სურდა, ამიტომ უარი განაცხადა სწავლაზე. დღეს ტაიგერის ყოველწლიური შემოსავალი 100 მლნ დოლარია.

ეპატაჟური მომღერალი ლედი გაგა ერთ დროს მანჰეტენზე მდებარე სუფთა გულის ქალთა მონასტერში სწავლობდა. გაგას ყოველთვის სურდა მომღერლობა, ამიტომ მან სწავლა მიატოვა და მუსიკალური კარიერა ააწყო. ახლა მისი მილიონობით ალბომი იყიდება, ხოლო მის კონცერტზე დასასწრები ბილეთები ათასობით დოლარი ღირს.

მსახიობი ჰარისონ ფორდი ვისკონსინის შტატის ერთ-ერთ კოლეჯში სწავლობდა, თუმცა რამდენიმე უმნიშვნელო როლის გამო გამოსაშვებ გამოცდებზე უარი თქვა. ამის შემდეგ 10 წელი გავიდა, სანამ მნიშვნელოვან როლს მიიღებდა. მოთმინებამ შედეგი გამოიღო. ახლა მსახიობი თითო კინოროლში 10 მლნ დოლარს იღებს.

თეატრში თამაშის დაუოკებელი სურვილის გამო, სწავლა მსახიობმა ტომ ჰენქსმაც მიატოვა.

მარკ ცუკერბერგი ჯერ კიდევ ჰარვარდის უნივერსიტეტში სწავლობდა, როდესაც სოც-ქსელი facebook-ი დააარსა. მისი პროექტი იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ მარკმა უარი თქვა სწავლაზე. ახლა ის ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერთა ათეულშია.

ჯეიმს კამერონი, რომელიც კანადაში დაიბადა, მოგვიანებით ოჯახთან ერთად საცხოვრებლად კალიფორნიაში გადავიდა. იქვე ჩააბარა უნივერსიტეტში. ჯეიმსს არ სურდა სწავლა, ამიტომ მალევე მიანება თავი უნივერსიტეტს, სატვირთო მანქანის მძღოლი გახდა და ცოლად მიმტანი მოიყვანა. ფილმ "ვარსკვლავური ომების" ნახვის შემდეგ, ჯეიმსმა რეჟისორობა გადაწყვიტა. მისი ფილმი "ავატარი" კინოისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალშემოსავლიანია.

ბაკმინსტერ ფულერი ჰარვარდის უნივერისიტეტიდან 2-ჯერ გამორიცხეს. მიუხედავად ამისა, ის მაინც გახდა ცნობილი არქიტექტორი, ფილოსოფოსი და გამომგონებელი. კრეატიული იდეების წყალობით ფულერმა მილიონობით დოლარი იშოვა.

სტივ ჯობსი, რომელიც რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კომპანიის Apple-ს დამფუძნებელი და დირექტორი იყო. სტივს უნივერსიტეტი არ დაუმთავრებია.

დღეს ბილ გეითსი მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანია. 1973 წელს მან ჰარვარდის უნივერსიტეტში ჩააბარა. სწავლა 2 წელში მიატოვა და საუკეთესო მეგობართან ერთად კომპანია Microsoft-ი დააარსა.

მომზადებულია kolyan.net-ს მიხედვით.

როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები ირანსა და აშშ-ს შორის და როგორი პოზიცია უნდა ჰქონდეს საქართველოს - ქართველი ექსპერტების პროგნოზები

იანვრის ფინანსური ჰოროსკოპი - ზოდიაქოს რომელ ნიშნებს ელით კარიერული წინსვლა

ლელა კაკულიას საახალწლო წინასწარმეტყველება - "მალე საქართველოს მთელი მსოფლიო პატარა სამოთხეს უწოდებს"