ვუპერტალის შეკიდული მატარებელი

ვუპერტალის შეკიდული მატარებელი

გერმანიის ქალაქ ვუპერტალში უნიკალური შეკიდული სარკინიგზო გზა არსებობს; ეს საზოგადოებრივი ტრანსპორტის ერთ-ერთი სახეობაა, რომელიც მონორელსიან შეკიდულ მატარებელს წარმოადგენს. მას 20 სადგური გააჩნია. მისი საერთო სიგრძე 13,3 კმ-ია და აქედან 10 კმ მდინარე ვუპერზე გადის. დანარჩენი 3,3 კმ კი ქალაქის ქუჩებზე. მატარებლების მაქსიმალური სიჩქარე - 60კმ/სთ-ია.

გზის არსებობის ისტორიაში ყველაზე უჩვეულო შემთხვევა 1950 წელს მოხდა. მაშინ ცირკის დირექტორმა რეკლამის მიზნით გადაწყვიტა, სპილო, სახელად ტუფი მონორელსით გაესეირნებინა. სადგურ Alter Markt-ზე სპილო ვაგონში აიყვანეს, თუმცა, როგორც ჩანს, მას ტრანსპორტით მგზავრობა არ მოეწონა - კედელი გაანგრია და ვაგონიდან გადავარდა. ამ დროს მატარებელი მდინარეზე გადიოდა და სპილო მდინარეში ჩავარდა, ცხოველი სერიოზულად არ დაშავებულა; ინციდენტის შედეგად რამდენიმე მგზავრმა მსუბუქი დაზიანება მიიღო.

მე-19 საუკუნის ბოლოს ვუპერტალმა ინდუსტრიალიზაციის პიკს მიაღწია. ქუჩებში თავისუფალი სივრცე ტრამვაისთვის არ რჩებოდა. გერმანელმა ინჟინრებმა გადაწყვიტეს, ტრანსპორტისთვის საჭირო სისტემა შეექმნათ. გზა 1900 წელს აშენდა და 1901 წელს ექსპლუატაციაში შევიდა.

ამ სისტემის ანალოგი მსოფლიოში არ არსებობს. ამ ტრანსპორტით ყოველ დღე 82 000 მგზავრი სარგებლობს.

მომზადებულია amusingplanet.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს