ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა ჩრდილოეთ კორეის იმიჯის გამოსასწორებლად რიგი ღონისძიებები გაატარა.
კერძოდ, ამიერიდან ჩრდილო კორეეელ ქალებს ყოველდღიურ ცხოვრებაში შარვლების და ჯინსის ტარების უფლება მიეცათ. დღემდე მათ მხოლოდ ტრადიციული ნაციონალური კაბების ტარების უფლება ჰქონდათ. გარდა ამისა, მთავრობამ ქალებს ქუსლიანი და პლათფორმიანი ფეხსაცმლის ტარების და საყურეების გაკეთების უფლებაც მისცა, რაც ამ დრომდე დაუშვებლად მიიჩნეოდა.
2009 წელს ფხენიანში პირველი სწრაფი კვების რესტორანი გაიხსნა და ქვეყანაში პირველმა პიცერიამ დაიწყო მუშაობა. მაშინ ადგილობრივმა ტელევიზიამ ეთერში პირველად ადგილობრივი ლუდის Taedonggang-ის რეკლამა გაუშვა.
მომზადებულია focus.ua-ს მიხედვით.