07:15 / 05-09-2012
ყომარბაზი იპოლიტე ხვიჩიას ხელწერილი
ამ ფოტოზე წამი გასული საუკუნის 70-იან წლებში შეჩერდა. ენგელსის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ეზოში ბანქოს თამაშია გაჩაღებული. ზაფხულის ხვატია, ამიტომ წაგებული ლუდს კისრულობს. სამწუხაროდ, უცნობია ბანქოში იპოლიტე ხვიჩიას მეტოქის ვინაობა, სამაგიეროდ ის, ვინც მათ თამაშს ადევნებდა თვალს, ანუ "მაყურებელი" - ემანდ იპოლიტემ არაფერი იხიმანდროსო, - ერთ დროს სოლოლაკში განთქმული "ბიძაა". თბილისში მისი სახელი, უფრო ზუსტად, მეტსახელი ბევრს შიშის ზარს სცემდა. საკო სააკიანს ქურდად მონათვლისას "ბიძა" შეარქვეს. სოლოლაკელები ამბობენ, რომ იმ დროს თითქმის ყველა ეზოში თითო "ქურდი" ცხოვრობდა და სიტუაციას აკონტროლებდა. ფოტოზე "ბიძას" ხელში ვაჟი - არამი აუტატებია. რა თქმა უნდა, მისი მოძებნა გადავწყვიტეთ, მაგრამ ყოფილი ენგელსის, ამჟამად კი ლადო ასათიანის ქუჩის უხუცესმა მცხოვრებლებმა გვითხრეს, არამ სააკიანი რამდენიმე წლის წინ გარდაცვლილა, მისი შთამომავლები კი რუსეთში ცხოვრებენ და მეზობლებმა მათ შესახებ არაფერი იციანო...

აზარტული იყო იპოლიტე და ხშირად მეტოქეების მოტყუებაც უყვარდა თურმე. გამორჩეულად ნარდი ჰყვარებია. ხშირად ეთამაშებოდა ცნობილ ჟურნალისტს, კირა კვეიძეს. აზარტული იპოლიტე შინ აკითხავდა ხოლმე კირას, მაგრამ მათი შერკინება ყოველთვის ჩხუბითა და აყალმაყალით
You must have Flash Player installed in order to see this player.
მთავრდებოდა - იპოლიტე თამაშში "ქურდობდა", რასაც კირა არ პატიობდა. ერთ დღეს კირასთან მისული ნათესავი შემთხვევით შეესწრო ასეთ სცენას: იპოლიტე კისრის ტეხით ჩამორბის კიბეზე, ზემოდან კი კირას კივილი ისმის: იპოია-აფერისტო, ჩამივარდები ხელში და სიცოცხლეს გამოგასალმებო. თურმე იპოლიტემ ქურდობითა და ეშმაკობით თორმეტი ხელი მოუგო მას. როგორც კი იპოლიტემ თავი სამშვიდობოს დაიგულა, კირას ქვემოდან ასძახა: - კირა! კირა მაშინვე გავარდა აივანზე. დაძახებასაც ბედავო და - ყველაფერი დაუშინა, თუ რამე მოხვდა ხელში: იატაკის საწმენდი ჯოხი, ლეიბის საბერტყი, პატარა სკამი... იპოლიტე ნასროლ ნივთებს იგერიებდა. ამასობაში, ქვემოდან კირას საცვლის ფერს მოჰკრა თვალი და მიულექსა: "კირა, კირა, მომისმინე, დაგინახე, თეთრი გეცვა... ვინც მოგიგო, იმან შ.....ა" ამან კირა სულ გადარია, ახლა ყვავილის ქოთანს წამოავლო ხელი და ფეხებში მიაყოლა გაქცეულ იპოს...

იხილეთ ვრცლად
მკითხველის კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
ფოტოგალერეა
როგორ გამოიყურება სახლი, რომელშიც ბარაკ ობამა პრეზიდენტობის შემდეგ იცხოვრებს
უკან, დედამიწაზე 340 დღის შემდეგ - შთამბეჭდავი ფოტოები კოსმოსიდან
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
20:14 / 26-06-2016  Image "თავდაპირველი კომენტარი ცხელ გულზე გავაკეთე" - რა განმარტებას აკეთებს არქიმანდრიტი გაბრიელი პატრულის მხრიდან მის მიმართ ფიზიკურ ძალადობაზე
"უბრალოდ მანქანაში ჩასმის დროს, ხელები შებოჭილი მქონდა"
11:29 / 26-06-2016  Image "ექთანს არასწორად ჩაუდგამს ზონდი... ვერავინ მიხვდა, რომ იხრჩობოდა ბავშვი" - თბილისში ბავშვთა კლინიკაში მომხდარ გაუგონარ ფაქტზე ფეისბუქ-მომხმარებელი წერს
"თურმე ექთანს მთავარ სისხლძარღვში წამლის მაგიერ კვება გაუშვია..."
14:15 / 26-06-2016  Image რუსეთის პატრიარქის დაუჯერებელი ფუფუნება - სასახლეები, იახტები და ოქროში ჩასმული ნივთები (+ფოტოები)
+PHOTO დაუზუსტებელი მონაცემებით, ის 4 მილიარდ დოლარამდე ქონების მფლობელია
15:01 / 26-06-2016  Image 42 წლის ტეხასელი ქალი, რომელმაც შვილები დახოცა, პოლიციამ შემთხვევის ადგილზე მოკლა
22 წლის მედისონი ადგილზე დაიღუპა, 17 წლის ტეილორი კი საავადმყოფოში
12:14 / 26-06-2016  Image "ცხოვრებაში პირველად ჩავიცვი საცურაო კოსტიუმი, ბავშვობის მერე არ მცმია..." - "მის დეკოლტეს" გულ-ახდილი ინტერვიუ სკანდალური კონკურსის შემდეგ
"ერთმა ჩემზე დაწერა - მის ბომბორააო და ძალიან ბევრი ვიხალისე"
კვირის ყველაზე კითხვადი
დღის ვიდეო
PALITRATV.GE
You must have Flash Player installed in order to see this player.
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49