ყომარბაზი იპოლიტე ხვიჩიას ხელწერილი

ყომარბაზი იპოლიტე ხვიჩიას ხელწერილი

ამ ფოტოზე წამი გასული საუკუნის 70-იან წლებში შეჩერდა. ენგელსის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ეზოში ბანქოს თამაშია გაჩაღებული. ზაფხულის ხვატია, ამიტომ წაგებული ლუდს კისრულობს. სამწუხაროდ, უცნობია ბანქოში იპოლიტე ხვიჩიას მეტოქის ვინაობა, სამაგიეროდ ის, ვინც მათ თამაშს ადევნებდა თვალს, ანუ "მაყურებელი" - ემანდ იპოლიტემ არაფერი იხიმანდროსო, - ერთ დროს სოლოლაკში განთქმული "ბიძაა". თბილისში მისი სახელი, უფრო ზუსტად, მეტსახელი ბევრს შიშის ზარს სცემდა. საკო სააკიანს ქურდად მონათვლისას "ბიძა" შეარქვეს. სოლოლაკელები ამბობენ, რომ იმ დროს თითქმის ყველა ეზოში თითო "ქურდი" ცხოვრობდა და სიტუაციას აკონტროლებდა. ფოტოზე "ბიძას" ხელში ვაჟი - არამი აუტატებია. რა თქმა უნდა, მისი მოძებნა გადავწყვიტეთ, მაგრამ ყოფილი ენგელსის, ამჟამად კი ლადო ასათიანის ქუჩის უხუცესმა მცხოვრებლებმა გვითხრეს, არამ სააკიანი რამდენიმე წლის წინ გარდაცვლილა, მისი შთამომავლები კი რუსეთში ცხოვრებენ და მეზობლებმა მათ შესახებ არაფერი იციანო...

აზარტული იყო იპოლიტე და ხშირად მეტოქეების მოტყუებაც უყვარდა თურმე. გამორჩეულად ნარდი ჰყვარებია. ხშირად ეთამაშებოდა ცნობილ ჟურნალისტს, კირა კვეიძეს. აზარტული იპოლიტე შინ აკითხავდა ხოლმე კირას, მაგრამ მათი შერკინება ყოველთვის ჩხუბითა და აყალმაყალით მთავრდებოდა - იპოლიტე თამაშში "ქურდობდა", რასაც კირა არ პატიობდა. ერთ დღეს კირასთან მისული ნათესავი შემთხვევით შეესწრო ასეთ სცენას: იპოლიტე კისრის ტეხით ჩამორბის კიბეზე, ზემოდან კი კირას კივილი ისმის: იპოია-აფერისტო, ჩამივარდები ხელში და სიცოცხლეს გამოგასალმებო. თურმე იპოლიტემ ქურდობითა და ეშმაკობით თორმეტი ხელი მოუგო მას. როგორც კი იპოლიტემ თავი სამშვიდობოს დაიგულა, კირას ქვემოდან ასძახა: - კირა! კირა მაშინვე გავარდა აივანზე. დაძახებასაც ბედავო და - ყველაფერი დაუშინა, თუ რამე მოხვდა ხელში: იატაკის საწმენდი ჯოხი, ლეიბის საბერტყი, პატარა სკამი... იპოლიტე ნასროლ ნივთებს იგერიებდა. ამასობაში, ქვემოდან კირას საცვლის ფერს მოჰკრა თვალი და მიულექსა: "კირა, კირა, მომისმინე, დაგინახე, თეთრი გეცვა... ვინც მოგიგო, იმან შ.....ა" ამან კირა სულ გადარია, ახლა ყვავილის ქოთანს წამოავლო ხელი და ფეხებში მიაყოლა გაქცეულ იპოს...

იხილეთ ვრცლად

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს