"ვიკიპედიის" დამაარსებელმა მესამედ იქორწინა

"ვიკიპედიის" დამაარსებელმა მესამედ იქორწინა

ონლაინ-ენციკლოპედია "ვიკიპედიის" შემქმნელი, ჯეიმი უელსი დაქორწინდა. ეს 46 წლის ჯეიმისთვის რიგით მესამე ქორწინებაა. ამჯერად მისი რჩეული 40 წლის კეიტ გავრია.

ქორწინების ცერემონია ლონდონში გაიმართა. მოწვეულები იყვნენ ცნობილი პოლიტიკოსები და შოუბიზნესის წარმომადგენლები. სტუმართა შორის იყვნენ დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ტონი ბლერი, მსახიობი და მომღერალი ლილი კოული და Simply Red-ის სოლისტი მიკ ჰენკელი.

ჯეიმი wikipedia-ს 3 შემქმნელიდან ერთ-ერთია და ჟურნალ Time-ის მიხედვით 100 ყველაზე გავლენიან ადამიანთა სიაშიც შედის.

ონლაინ ენციკლოპედია wikipedia 2001 წლის 15 იანვარს შეიქმნა. ეს მსოფლიოს უდიდესი ონლაინ-ენციკლოპედიაა, რომელშიც ცვლილების შეტანა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია. პროექტის მიზანია შეიქმნას სრული, მიუკერძოებელი, საავტორო უფლებებისგან თავისუფალი ენციკლოპედია მსოფლიოს ყველა ენაზე.

ამ დროისთვის "ვიკიპედიაზე" ქართულად 56 000 სტატიაა განთავსებული.

მომზადებულია womanews.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს