მამაკაცები შავებში - "სიზმარადან" "მატრიცამდე"...

მამაკაცები შავებში - "სიზმარადან" "მატრიცამდე"...

სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" გავრცელებული მიხეილ სააკაშვილის და ბიძინა ივანიშვილის შეხვედრის ფოტო-შარჟი ნამდვილ ჰიტად იქცა. სააკაშვილი-ივანიშვილის ფოტოებმა ისეთი პოპულარობა მოიპოვა, რომ ლამის შეხვედრის მნიშვნელობა დაჩრდილოს.

ივანიშვილი და სააკაშვილი ცეცხლის ფონზე, ივანიშვილი და სააკაშვილი - ფილმ "მატრიცას" გმირები, ივანიშვილი, სააკაშვილი და ლეონარდო დიკაპრიო... ივანიშვილი და სააკაშვილი - "მამაკაცები შავებში".

განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა ფოტომ, რომელზეც პრემიერობის კანდიდატი და პრეზიდენტი ტელეარხ Discovery-ის ფილმის გმირებად გამოიყვანეს. არარსებულ ფილმს "041" დაარქვეს, რომლის ანონსი ასე ჟღერს: "აგენტი 41 ახალ წესებს აწესებს".

სოციალური ქსელის მომხმარებლებს არც ხელისუფლებისა და ოპოზიციის სხვა წარმომადგენლები დავიწყებიათ. გრძელ რიგში მდგარ ბაქრაძეს, ბოკერიას, უგულავასა და კუბლაშვილს ხელში ცოცხები დააჭერინეს. მავანმა კი ცნობილი მულტფილმის "სიზმარას" გმირები გაიხსენა - ძილის, ჭამისა და სიზმრის მინისტრი.

ქეთევან პატარქალიშვილი

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს