ქალის ტუჩის ფორმის ”პისუარი”, რომელმაც პოლიტიკური სკანდალი გამოიწვია

ქალის ტუჩის ფორმის ”პისუარი”, რომელმაც პოლიტიკური სკანდალი გამოიწვია

ავსტრალიის ქალაქ სიდნეიში მდებარე ფრანგული რესტორნის Brasserie-ს მამაკაცის ტუალეტში ქალის ტუჩის ფორმის ”პისუარები” დაამონტაჟეს. უნიტაზმა სუსტი სქესის წარმომადგენლებში საპროტესტო განწყობა გამოიწვია. რესტორნის ადმინისტრაციამ ქალბატონებს საჯაროდ ბოდიში უკვე მოუხადა და განაცხადა, რომ მათი შეურაცხყოფა არც უფიქრია.

როგორც რესტორნის წარმომადგენლები აცხადებენ, ქალის პირის ფორმის ”პისუარს” რამდენიმე დღეში აიღებენ. უნიტაზის ფორმით აღშფოთებულა როგორც ადგილობრივი მოსახლეობა, ასევე ტურისტები.

როგორც მწერალი და ფემინისტი ანი სამერსი ამბობს, "ქალთმოძულეობა ფართოდ გავრცელდა. ეს უნიტაზები კი ამის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია".

უნიტაზის საკითხს გენდერულ თანასწორობაზე დებატები მოჰყვა და ეს ყველაფერი დიდ პოლიტიკურ ხმაურში გადაიზარდა. ავსტრალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ჯულია გილარდი ამ ფაქტით იმდენად აღშფოთდა, რომ პოლემიკაში შესულ ოპოზიციის ლიდერს ტონი აბოტის ქალთმოძულე უწოდა და მანდილოსნების შეურაცხყოფაში დაადანაშაულა.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს