ნახტომი კოსმოსიდან

ნახტომი კოსმოსიდან

ავსტრიელი ექსტრემალი და თავგადასავლების მოყვარული ფელიქს ბაუმგარტნერი პირველი "საჰაერო მყვინთავია", რომლის ვარდნის სიჩქარემ ხმის სიჩქარეს გადააჭარბა. თავისი, ერთი შეხედვით "გიჟური" იდეით ბაუმგარტნერმა ერთბაშად სამი რეკორდი დაამყარა. ნიუ მეხიკოდან 37 კილომეტრის სიმაღლიდან, ფაქტობრივად სტრატოსფეროს ფენიდან გადმომხტარი ავსტრიელი ექსტრემალის ვარდნის სიჩქარე საათში 1,342 კილომეტრს გაუტოლდა, რაც ხმის სიჩქარეს თითქმის ორჯერ აღემატება. ბაუმგარტნერმა მოახერხა თავისუფალი ვარდნის რეკორდიც დაემყარებინა და პირველი ადამიანიც გამხდარიყო, ვინც ხმის ბარიერი მარტოდმარტო გაარღვია.

ბაუმგარტნერის თავისუფალი ვარდნა 4,2 წუთს გაგრძელდა, მთლიანად მოგზაურობას კი 10 წუთზე ცოტა მეტი დასჭირდა.

იხილეთ ვიდეო

მომზადებულია bbc.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს