პარიზში ბატუტის ხიდს ააშენებენ

პარიზში ბატუტის ხიდს ააშენებენ

პარიზში, მდინარე სენაზე თეთრი ხიდი აშენდება. კონსტრუქცია ერთგვარი ბატუტია, რომელიც სამი რგოლისგან შედგება. მსურველებს გასაბერ კონსტრუქციაზე გართობა და ხტუნვა შეეძლებათ.

როგორც პროექტის ორგანიზატორები აცხადებენ, კონსტრუქციის კონცეფციას საფუძვლად გართობა უდევს.

"პარიზში ბევრი ხიდია, მაგრამ ეს კონსტრუქცია ადამიანებს გართობის საშუალებას მისცემს. ჩვენი მიზანია, პარიზელებმა ცხოვრება გაიხალისონ", - აცხადებენ არქიტექტურული ფირმის AZC-ის წარმომადგენლები.

პარიზში სულ 37 ხიდია.

იხილეთ ვიდეო

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს