საფრანგეთში გეებისთვის მეჩეთი გაიხსნება

საფრანგეთში გეებისთვის მეჩეთი გაიხსნება

საფრანგეთში, სექსუალური უმცირესობებისათვის ცალკე მეჩეთის გახსნა იგეგმება, - ამის შესახებ ცნობებს Hurryet Daily News ავრცელებს. სააგენტოს ერთ-ერთმა კორესპონდენტმა ამ იდეის ავტორთან, მუჰამედ ლუდოვიკ ლუტფი ზაჰიდთან ინტერვიუც კი ჩაწერა, სადაც "გეების მეჩეთის" იდეის ავტორი და მთავარი ორგანიზატორი აცხადებს, რომ ჩვეულებრივ, მუსულმანურ მეჩეთებში, ჰომოსექსუალებს როგორც ვერბალური, ისე ფიზიკური შეურაცხყოფების ატანა უწევთ. მას კი სურს, ააგოს მეჩეთი, სადაც ორივე სქესის ჰომოსექსუალებს "მშვიდად ლოცვა" შეეძლებათ.

კორესპონდენტის შეკითხვაზე, მოხდებოდა თუ არა ახალ მეჩეთში ერთსქესიანი ქორწინებების ცერემონიალის ჩატარება, ლუტფი ზაჰიდმა განაცხადა, რომ ისინი ჯერ პარასკევის ლოცვებით დაიწყებენ, მაგრამ დროთა განმავლობაში მეჩეთში ერთსქესიანი ქორწინებებიც ჩატარდება.

ჰომოსექსუალთა მეჩეთის გახსნა პარიზში 30 ნოემბერს იგეგმება.

მომზადებულია hurriyetdailynews.com-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა