ნიუ-იორკის შტატის ქალაქ რივერჰედის აეროპორტის ასაფრენი ბილიკი ათიათასობით მანქანის "სასაფლაოდ" იქცა. აეროპორტმა ტრასა სადაზღვევო კომპანიას მიაქირავა, რომელიც ქარიშხალ "სენდის" დროს დაზიანებულ ავტომანქანებს აუქციონზე გაყიდის.
15 ათასზე მეტი მსუბუქი და სატვირთო ავტომობილი უზარმაზარ სივრცეზეა განლაგებული. კომპანია ამ ფართის დასაქირავებლად 3 მლნ დოლარს გადაიხდის. ზამთრის თვეებში აეროპორტი ისედაც არ მუშაობს და საჰაერო ტრანსპორტისთვის მხოლოდ გაზაფხულიდან გაიხსნება.