მილიონერი მეეზოვე

მილიონერი მეეზოვე

ჩინელი მილიონერი იო იოჟენი მეეზოვედ მუშაობს და თვეში გასამრჯელოს სახით 1420 იუანს (დაახლოებით 220 აშშ დოლარი) იღებს. იო ასე მისი ორი შვილისთვის მაგალითის მისაცემად იქცვა.

ჯერ კიდევ 1980-იან წლებში იო იოჟენი ჩვეულებრივი ფერმერი იყო. რამდენიმე წლის შემდეგ ოჯახმა თავდაუზოგავი შრომის შემდეგ 3 სახლის შეძენა შეძლო. მოგვიანებით იომ სახლების გაქირავება დაიწყო და დამატებითი შემოსავალიც გაუჩნდა.

უძრავ ქონებაში განხორციელებული წარმატებული ინსვეტიციის შედეგად იომ საკმაოდ დიდი თანხა იშოვა და მალე მის ანგარიშზე მილიონებიც გაჩნდა. მიუხედავად ამისა, იო იოჟენს მუშაობა არ ეთაკილება.

ჩინელ მილიონერს მიაჩნია, რომ შვილებს კარგი მაგალითი უნდა მისცეს და დაანახოს, რომ უსაქმურობა სირცხვილია. ამის გამო მილიონერი ქალბატონი ყოველდღე დილის 3 საათზე დგება და ქალაქის ქუჩებს გვის. 

მომზადებულია odditycentral.com-ის მიხედვით.

აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი - რაზე გვაფრთხილებენ ასტროლოგები და რომელი თარიღები იმოქმედებს ზოდიაქოს ნიშნების ცხოვრებაზე

დოკუმენტური ფილმი "ცხინვალი 1920" - ისტორიული სიზუსტის უწყვეტი ჯაჭვი - რა მოხდა საუკუნის წინ ცხინვალის რეგიონში

"ალუდა ქეთელაური იმაზეა, რომ ქრისტიანობა არ არის სწორი მოძღვრება..მუსლიმიც ცხონდება, მამათმავალიც..." - ლევან ბერძენიშვილი