Google-მა "მოლაპარაკე" სპორტული ფეხსაცმელი შექმნა

Google-მა "მოლაპარაკე" სპორტული ფეხსაცმელი შექმნა

კომპანია Google-მა ტექნოლოგიურ კონფერენცია SXSW Interactive-ზე ექსპერიმენტალური "მოლაპარაკე" სპორტული ფეხსაცმელი (Talking Shoe) წარადგინა, რომელიც პატრონს სიზარმაცის დაძლევასა და სპორტული სტილით ცხოვრებაში ეხმარება. კონფერენცია ტეხასის შტატში, ქალაქ ოსტინში მიმდინარეობს.

Google-მა ფეხსაცმელი კომპანია Adidas-თან ერთად შექმნა. ინჟინრების ჩანაფიქრით, "ჭკვიანმა" ფეხსაცმელმა ადამიანს სპორტულად ცხოვრების მოტივაცია უნდა მისცეს.

ფეხსაცმელმა შეიძლება იბუზღუნოს და პასიური ცხოვრების წესის გამო პატრონს "ზარმაცი" ეძახოს, ან პირიქით, აქტიურობა შეუქოს.

ფეხსაცმელი პედომეტრით, გიროსკოპით და აქსელერომეტრით არის აღჭურვილი. ჩამონტაჟებული დინამიკები პატრონთან ურთიერთობისა და მწვრთნელის ფუნქციის შეთავსების შესაძლებლობას იძლევა.

გარდა ამისა, Bluetooth-ის დახმარებით ფეხსაცმელი უერთდება სმარტფონს ან "დამატებითი რეალობის" სათვალე Google Glass-ს.

კომპანია ამ ფეხსაცმლის ფართო გამოშვებას არ გეგმავს. "ჩვენი მიზანია ახალგაზრდობას საკუთარი მოდელების შექმნა შთავაგონოთ: ამისთვის სიახლეებს დეტალებს ჩვენს საიტზე გამოვაქვეყნებთ და ყველა მსურველს საკუთარი "ჭკვიანი ფეხსაცმლის" შექმნა შეეძლება", - ყვება Google-ის წარმომადგენელი.

მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით.

იხილეთ ვიდეო

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს