მითხარი, რას "ალაიქებ" და გეტყვი, ვინ ხარ შენ

მითხარი, რას "ალაიქებ" და გეტყვი, ვინ ხარ შენ

კემბრიჯის უნივერსიტეტის მეცნიერებმა Microsoft-ის კვლევით ცენტრებთან ერთად შექმნეს სპეციალური ალგორითმი, რომლის დახმარებით Facebook-ის მომხმარებელთა თვისებების გამოკვლევა "ლაიქების" მიხედვითაა შესაძლებელი. მეცნიერებმა 58 000 მოხალისის მონაცემები სტატისტიკური მოდელის დახმარებით შეისწავლეს.

დასკვნის მიხედვით, ალგორითმმა 95%-იანი სიზუსტით შეძლო თეთრკანიანებისა და აფროამერიკელების "ფეისბუქების" ერთმანეთისგან განსხვავება. სისტემამ სექსუალური ორიენტაციის 88%-იანი სიზუსტით, ხოლო რელიგიური მრწამსის 82%-იანი სიზუსტით ამოცნობა შეძლო.

გარდა ამისა, სტატისტიკურ მოდელს "ფეისბუქის" "ლაიქების" მიხედვით ადამიანის პოლიტიკური შეხედულებების გამოცნობაც კი შეუძლია. ამასთან, მეცნიერები აღნიშნავენ, რომ კორელაცია ყოველთვის პირდაპირი არ არის. მაგალითად "ფეისბუქზე" ჰომოსექსუალთა მხოლოდ 5%-მა მოიწონა ერთსქესიანი ქორწინება.

როგორც მედია იუწყება, მეცნიერებმა ასევე საკმაოდ მოულოდნელი შეფარდებები აღმოაჩინეს ადამიანების პირად მონაცემებსა და მათ მიერ მოწონებულ გვერდებს შორის. მაგალითად, მათ, ვისაც კარტოფილი ფრის გვერდი მოსწონს, უფრო მაღალი IQ აქვთ, ვიდრე ადამიანებს, რომლებიც უბრალოდ გასართობად შექმნილ გვერდებს იწონებენ.

კვლევის ერთ-ერთი ავტორი მაიკლ კოსინსკი აცხადებს, რომ მათ მიერ შემუშავებული ალგორითმი მარტივია და მისი გამოყენება თავისუფლად შეუძლიათ მარკეტოლოგებს და ინტერნეტ კომპანიებს, რათა უკეთ შეისწავლონ სამიზნე ბაზარი.

მომზადებულია news.am-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს