პორტლენდში ქართული ფასტ-ფუდი ”კარგი გოგო” იხსნება

პორტლენდში ქართული ფასტ-ფუდი ”კარგი გოგო” იხსნება

აშშ-ში, ორეგონის შტატის ქალაქ პორტლენდში, ქართული სწრაფი კვების ობიექტი "კარგი გოგო" იხსნება. ამის შესახებ ინფორმაცია ინტერნეტში გავრცელდა. როგორც სწრაფი კვების ობიექტის "ფეისბუქის" ოფიციალური გვერდი იტყობინება, "კარგი გოგო" კლიენტებს ტრადიციულ ქართულ კერძებს შესთავაზებს.

მათ მენიუში შედის ხინკალი, ხაჭაპური, ლობიანი, ბადრიჯანი ნიგვზით და სალათი "გლეხური".

სოციალურ ქსელში ახალი ქართული სწრაფი კვების ობიექტის გახსნას პორტლენდში მოუთმენლად ელოდებიან, რაც კარგად ჩანს ქართული ფასტ-ფუდის "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე უცხოელთა კომენტარებიდან.

საიტზე მენიუსა და სხვა აუცილებელ ინფორმაციასთან ერთად, საქართველოს მოკლე ისტორიასაც შეხვდებით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს