21 წლის ქალი 5 ძმაზეა გათხოვილი

21 წლის ქალი 5 ძმაზეა გათხოვილი

ინდოეთში მცხოვრები 21 წლის რაჯო ვერმა 5 ძმაზეა გათხოვილი. მას 1 ვაჟი ჰყავს, მაგრამ წარმოდგენა არ აქვს, რომელია ბავშვის ნამდვილი მამა. ყველანი ერთოთახიან ქოხში ცხოვრობენ.

ქალბატონის ერთ-ერთი ქმარი 21 წლის გუდუ ამბობს, რომ მის ძმებზე არ ეჭვიანობს და ცოლი ძალიან უყვარს.

"რაჯო პირველად ცოლად მე მოვიყვანე, შემდეგ ჩემმა ძმებმა. ჩემს ძმებს მასთან სექსი აქვთ, მაგრამ არ ვეჭვიანობ. ჩვენ ერთი დიდი ბედნიერი ოჯახი გვაქვს", - ამბობს ის.

რაჯო და გუდუ 4 წლის წინ ინდუიზმის ტრადიციით დაქორწინდნენ და დღემდე ოფიციალურად მხოლოდ ისაა ქალბატონის ქმარი. რაჯოც თვლის, რომ მისთვის მაზლებთან ასეთი ურთიერთობა პრობლემას არ ქმნის. მამაკაცებს ფუნქციები გადანაწილებული აქვთ და ოჯახის კეთილდღეობისთვის ყველაფერს აკეთებენ.

ქალის თქმით, მისი ოჯახი პოლიანდრიის (მრავალქმრიანობა) ტრადიციის მიმდევარია.

"დედაჩემიც 3 ძმაზე იყო გათხოვილი. ყველა ქმარი მიყვარს და ერთნაირ ყურადღებას ვაქცევ", - ამბობს ის.

ინდოეთში ასეთი ოჯახები ხშირია, სადაც სიდუხჭირის გამო რამდენიმე ძმა ერთ ცოლს ”ინაწილებს”.

მომზადებულია The Sun-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს