ფოტოკონკურსები ”ამბები.გე”-ზე - გამოაგზავნეთ ფოტოები და მიიღეთ პრიზები!

ფოტოკონკურსები ”ამბები.გე”-ზე - გამოაგზავნეთ ფოტოები და მიიღეთ პრიზები!

”ამბები.გე”-ზე ამ ეტაპზე 2 ფოტო-კონკურსი მიმდინარეობს: "ვკითხულობთ მთელი ოჯახი" და "მე ასე ვიძინებ". ფოტოკონკურსებისთვის ფოტოები 1 აპრილამდე მიიღება. 1 აპრილიდან 14 აპრილის ჩათვლით საიტზე შესაძლებელი იქნება ფოტოების შეფასება 5 ბალიანი სისტემით (ამავე პერიოდში დაიწყება ახალი ფოტოკონკურსებისთვის ფოტოების მიღება).

15 აპრილს გამოვლინდებიან კონკურსების გამარჯვებული ფოტოების ავტორები, რომლებიც ჩვენი სპონსორის, გამომცემლობა "პალიტრა L" -ის პრიზებით დაჯილდოვდებიან.

კონკურსში "ვკითხულობთ მთელი ოჯახი" საუკეთესო ფოტოს ავტორს გადაეცემა ალექსანდრე ყაზბეგის სამტომეული "ჩემი რჩეულის" სერიიდან, ასევე ხმოვანი წიგნები "ალიბაბა" და "გულივერის მოგზაურობა".

კონკურსში "მე ასე ვიძინებ" საუკეთესო ფოტოს ავტორს გადაეცემა ძალიან საინტერესო "ჩემი საყვარელი ჯადოსნური ზღაპრები".

საიტზე კიდევ იგეგმება ახალი ფოტოკონკურსების ჩატარება, რომლის შესახებაც ინფორმაციას ეტაპობრივად მოგაწვდით.

განათავსეთ თქვენი ფოტო კონკურსის საიტზე

იხილეთ ფოტოგალერეა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს