სამი საუკუნის ყველაზე ცნობილი მაფიოზები და "კანონიერი ქურდები"

სამი საუკუნის ყველაზე ცნობილი მაფიოზები და "კანონიერი ქურდები"

ვინ იყვნენ ისტორიაში ყველაზე ცნობილი მაფიოზები და "კანონიერი ქურდები"?

"რუსეთის პირველი ქურდი"

ვანკა კანინი (ივანე ოსიპოვი) 13 წლის იყო, როდესაც ქურდული ბანდის წევრი გახდა და ამ შემადგენლობაში დაიწყო "რუსეთის პირველი ქურდის" დანაშაულებრივი კარიერა. რამდენიმე ხანში იგი ბანდის მეთაური გახდა, რომელმაც საბრძოლო მოქმედებების ნამდვილი ფრონტი გააჩაღა. თანამოაზრეებთან ერთად წვავდა სოფლებს, შტურმით იღებდა ღვინის ქარხნებს. შემდეგ ვანკა-კანინი, როგორც სამძებრო პოლიციის აგენტი, მსხვილი ქურდების დასამალავად პოლიციასთან წვრილმან ქურდებს "უშვებდა". სამი წელი ყვაოდა მისი "საქმე", რომელმაც მოსკოვი ქაოსში მოაქცია. იმპერატრიცას ბრძანებით, 1755 წელს მოსკოვში ჯარები შეიყვანეს და "რუსეთის პირველი ქურდი" დააკავეს.

"მორიარტი ამერიკიდან"

დანაშაულებრივი სამყაროს ნაპოლეონი, ადამ ვორტი, დაახლოებით 1862 წელს ამერიკაში ემიგრირებულ ღარიბ გერმანულ ოჯახში დაიბადა. ამერიკის სამოქალაქო ომის ყოფილი მონაწილე ჯიბის ქურდი გახდა. შემდეგ თავისი "შაიკა" შეკრიბა და დანაშაულებრივი მოღვაწეობა გააჩაღა თავიდან ამერიკაში, შემდეგ ევროპაში. მას ეძებდა სკოტლენდ-იარდი და თავად პინკენტონი. ადამს ბოლო ძარცვა თავისუფლების დაკარგვად დაუჯდა, ციხიდან გამოსვლის შემდეგ "ნაპოლეონმა" ხუთი წელი იცოცხლა, ამ დროის განმავლობაში მოასწრო თავისი თავგადასავლის მოყოლა.

"პეტროგრადელი რობინ ჰუდი"

ლიონკა პანტელეევი, ლეონიდ პანტელკინი, 1921 წელს 19 წლისა წითელ არმიაში გაიწვიეს. სამხედრო სამსახურის დასრულების შემდეგ ჩეკისტი გა­ხდა. ერთ წელიწადში სამსახურიდან გაათავისუფლეს, რის შემდეგაც პანტელეევმა თავდამსხმელთა ჯგუფი შეკრიბა, რომელიც შიშის ზარს სცემდა მთელ პეტროგრადს. დამნაშავეები ძარცვავდნენ ნეპმანებს, რის გამოც ღარიბი მოსახლეობის მხარდაჭერა მოიპოვეს.

რამდენიმე თვის შემდეგ ლიონკა დააპატიმრეს, მაგრამ "პეტროგრადელი რობინ ჰუდი" ციხიდან გაიქცა და ტერორის ახალი ტალღა წამოიწყო. ლიონკა სამი თვე იყო თავისუფალი, სანამ იგი ჩეკას ერთ-ერთმა თანამშრომელმა არ ჩაცხრილა.

დღემდე უცნობია, როგორ გახდა პანტელეევი კრიმინალი. ერთი ვერსიის თანახმად, დამნაშავეთა სამყაროში სა­ხელმწიფო პოლიტიკურმა სამსახურმა შეიყვანა, მეორით - იგი სამსახურიდან გაათავისუფლეს და ამის შემდეგ კრიმინალებს შეუერთდა.

საზოგადოების ნომერ პირველი მტერი

ჩარლზ არტურ ფლოიდმა, მეტსახელად ლამაზმა ფლოიდმა, 1922 წელს 16 წლის ასაკში პირველი ძარცვა განახორციელა - 3,5 დოლარი მოიპარა. სამი წლის შემდეგ შეიარაღებული თავდასხმისთვის დაიჭირეს. ამის შემდეგ ლამაზი ფლოიდი კიდევ ხუთჯერ დააკავეს, მაგრამ იოლად ახერხებდა სამართალდამცავი ორგანოებისგან თავის დაძვრენას. ფლოიდმა ბანდასთან ერთად 50 ბანკი გაძარცვა.

მას მიაწერდნენ კანზას-სიტიში მოწყობილ ხოცვა-ჟლეტასა და მძევლების შეპყრობას. ამ საზარელი ამბიდან მეორე დღეს 30 წლის განგსტერს FBI-მ "საზოგადოების ნომერი პირველი მტრის" სტატუსი მიანიჭა.

საინტერესოა ის ფაქტი, რომ ლამაზი ფლოიდი შემთხვევით მოხვდა ავტოავარიაში, დაზარალებული ტყეში დამალვას შეეცადა, მაგრამ უთვალთვალებდნენ და პოლიციელმა ჩაცხრილა.

"ზომას მნიშვნელობა არ აქვს"

ბიჭუნა ნელსონმა (ლესტერ ჯოზეფ ჯილისი) მეტსახელი პატარა ტანის გამო მიიღო, იგი სიმაღლით დაახლოებით 160 სანტიმეტრი იყო. 11 წლის ბიჭუნამ გარშემო დამნაშავეების ბანდა შემოიკრიბა, რომლებიც მიტაცებული ავტომობილის სანაცვლოდ დაზარალებულებისგან ფუ­­ლს ითხოვდნენ. ციხეში პირველად 12 წლისა მოხვდა, მეორედ ერთი წლის შემდეგ. 19 წლის ბიჭუნა ნელსონი ჩიკაგოელ განგსტერებს შორის უკვე "ჩვენი" გახდა და ახალი ჯგუფი ჩამოაყალიბა, რომელთა ანგარიშზეც ათობით ძარცვა ირიცხებოდა.

ერთ-ერთი ძარცვისას ჯილისი დაიჭირეს და სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს, მაგრამ ბიჭუნა ციხიდან გაიქცა. ბანდის მიერ განხორციელებული რიგი მკვლელობების შემდეგ FBI-მ ნელსონსა და მის თანამზრახველებზე მასობრივი ნადირობა დაიწყო. 1934 წელს, როდესაც ლამაზი ფლოიდი და ჯონი დილინჯერი მოკლეს, სამართალდამცველებმა ჯილისისთვისაც მოიცალეს. პოლიციელებმა მის მანქანას ცეცხლი გაუხსნეს, დაჭრილმა ნელსონმა მიმალვა მოახერხა, მაგრამ ჭრილობა სასიკვდილო აღმოჩნდა.

"ნაიარევი სახე"

ალფონსო გებრიელ კაპონე ერთ-ერთ ნიუ-იორკულ ბანდას მეექვსე კლასში შეუერთდა, შემდეგ საბილიარდო კლუბში "გამომპანღურებლად" მუშაობდა. იარა მან დამნაშავეებთან ჩხუბისას მიიღო, ერთ-ერთმა ბანდიტმა მომავალ "მაფიის მეფეს" დანა დაარტყა, რადგან მან უპატივცემულოდ მოიხსენია მისი და. ამ ფაქტის შემდეგ მას მეტსახელად "ნაიარევი სახე" შეარქვეს. 1917 წელს ალ კაპონემ მკვლელობის პირველი "შეკვეთა" "წარმატებით" განახორციელა. 1925 წელს იგი ბანდის მეთაური გახდა, რომელიც ათას "მებრძოლს" აერთიანებდა. სწორედ მის სახელს უკავშირდება "რეკეტის" მცნება.

ალ კაპონეს მეთაურობით მაფიამ თავისი კონტროლის ქვეშ აიღო პროსტიტუცია და პოლიციელებსა და ჩინოვნიკებს ქრთამს აძლევდნენ. "ნაიარევი სახე" ამით არ დაკმაყოფილდა და სხვა ბანდების განადგურება დაიწყო; შემდეგ სასმლის ბაზარზე ლიდერობა მოიპოვა. გადასახადების გადაუხდელობის გამო კაპონეს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ციხიდან 1941 წელს გამოვიდა. ამ ამბიდან ექვსი წლის შემდეგ ალ კაპონე პნევმონიით გარდაიცვალა.

"შეეძლო ტანმოვარჯიშე გამხდარიყო"

ვიაჩესლავ ივანკოვი 1940 წელს და­იბადა, მერვე კლასის შემდეგ სწავლა საცირკო სასწავლებელში გააგრძელა, გარკვეულ წარმატებებსაც მიაღწია, მაგრამ თავის ქალის ტრავმის გამო კარიერა აღარ გააგრძელა, განათლების გასღრმავებლად პროფესიულ ტექნიკურ სასწავლებელში გადავიდა.

პირველი ძარცვა "იაპონჩიკმა" 25 წლისამ განახორციელა, იგი დაიჭირეს და ფსიქიატრიულ ექსპერტიზაზე გააგზავნეს, შემდეგ - სავალდებულო მკურნალობა დაუნიშნეს. 1980 წელს ივანკოვი ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის ლიდერი გახდა. მილიციის ფორმებში გადაცმული "იაპონჩიკის" ბანდის წევრები "უშრომელი შემოსავალის" მქონე პირებს ქონებას ართმევდნენ.

ივანკოვს ინტელიგენციასა და ჩინოვნიკებს შორისაც ჰყავდა ინფორმატორები და მათი წყალობით მოქალაქეებს ყველანაირი ხერხით მატერიალურ ფასეულობებს ართმევდა.

1922 წელს "იაპონჩიკი" აშშ-ი გაემგზავრა. 1995 წელს იგი ეფ-ბი-აიმ გამოძალვის გამო დაიჭირა. 2005 წელს იაპონჩიკი რუსეთში დაბრუნდა, 2009 წელს თავს დაესხნენ და სასიკვდილოდ დაჭრეს.

"დედ ჰასანი"

"დედ ჰასანმა" (ასლან უსოიანი) კრიმინალური "მოღვაწეობა" 1956 წელს დაიწყო - პირველად მილიციის თანამშრომლებისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო დააკავეს, შემდეგ უსოიანმა მრავალი ძარცვა და ყაჩაღობა ჩაიდინა. ერთ-ერთი ჩადენილი დანაშაულის გამო ციხეშიც მოხვდა, სადაც კანონიერ ქურდად "მონათლეს".

1980-იან წლებში "დედ ჰასანი" რუსეთის სამხრეთში მდებარე დანაშაულებრივ დაჯგუფებებს, აგრეთვე კავკასიის ბანდების უმეტეს ნაწილს აკონტროლებდა. უსოიანს რამდენჯერმე დაესხნენ თავს, მაგრამ იგი ყოველთვის "წყლიდან მშრალი" ამოდიოდა, 2013 წლის 16 იანვარს მოსკოვის ცენტრში განხორციელებული უკანასკნელი შეტევა კილერისთვის წარმატებით, "კანონიერი ქურდისთვის" კი სიკვდილით დასრულდა.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს