სააგენტო CareerCast-მა წლიური ანგარიშის მიხედვით აშშ-ში ყველაზე პრესტიჟული და ყველაზე ცუდი პროფესიები გამოავლინა. კვლევა სპეციალობების ემოციონალური დაძაბულობისა და ანაზღაურების დონის შედარებით მოხდა.
2013 წლის რეიტინგში ყველაზე პრესტიჟულ პროფესიად სადაზღვევო სპეციალისტი აღიარეს, რომელიც სადაზღვევო ტარიფების გამოთვლითაა დაკავებული. რეიტინგის მეორე ადგილზე ბიოსამედიცინო ინჟინერი აღმოჩნდა. ყველაზე პრესტიჟული პროფესიის სამეულს ოტოლარინგოლოგი ასრულებს.
ყველაზე საუკეთესო სპეციალისტების რიცხვში ასევე შედის ფინანსური ანალიტიკოსი, ინჟინერ-პროგრამისტი, დანტისტი, ოპტიკოსი, ფიზიოთერაპევტი და ლოგოპედი. ტოპ ოცეულში კი დიეტოლოგი, ფარმაცევტი, მათემატიკოსი, სოციოლოგი, სტატისტიკის სპეციალისტი მოხვდნენ.
აშშ-ში ყველაზე ცუდ პროფესიად სტრესისა და არასაკმარისი ხელფასის გამო გაზეთის რეპორტიორობა დასახელდა.
რეპორტიორები წელიწადში საშუალოდ 36 000 დოლარს იღებენ. ამასთან, ისინი მრავალრიცხოვან პრობლემებს აწყდებიან - მათ შორის რედაქციებში შტატებისა და ხელფასის შემცირებას და ინტერნეტ-მედიაში კონკურენციას. დღეს მკითხველს ტექნიკური მიღწევების წყალობით ინფორმაციის მიღება მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან სწრაფად შეუძლია, რაც ტრადიციული მედიის არსებობას საფრთხეს უქმნის.
ცუდ სპეციალობებს შორის მოხვდა მსახიობი, ფოსტალიონი, სახურავის ოსტატი და ბორტგამცილებელი.
მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით.