კობი ბრაიანტი დედას უჩივის

კობი ბრაიანტი დედას უჩივის

"ლოს ანჯელეს ლეიკერსის" ლიდერი კობი ბრაიანტი, რომელმაც ტრავმის გამო წლევანდელი პლეი ოფი გამოტოვა, საკუთარი დედის წინააღმდეგ სასამართლოში ჩივილს აპირებს.

შიდაოჯახური კონფლიქტის მიზეზი გახდა პამელა ბრაიანტის საქციელი: NBA-ს ვარსკვლავის დედა თურმე საკუთარი ვაჟის ნივთებს ყიდის. კობის პრიზები და სპორტული ეკიპირება დედის სახლში ინახება და პამელამ მიიჩნია, რომ უფლება აქვს, თავისი შეხედულებისამებრ განაგოს თავისი შვილის ნივთები.

ერთ-ერთმა აუქციონმა უკვე შეიძინა ლეგენდარული კალათბურთელის ნივთები, რაშიც ნახევარი მილიონი დოლარი გადაიხადა. კობი უკმაყოფილო დარჩა პამელა ბრაიანტის საქციელით და ახლა დედა-შვილს სასამართლო გარჩევა ელით, რადგან კალათბურთელი საკუთარი ნივთების დაბრუნებას ითხოვს.

sportall.ge

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს