იაპონელი 30 ოპერაციის შემდეგ ფრანგ ქალად ”იქცა”

იაპონელი 30 ოპერაციის შემდეგ ფრანგ ქალად ”იქცა”

თანამედროვე ქირურგია სასწაულებს ახდენს. ექიმებს, რომლებსაც აზიელი ქალის ევროპელად გადაქცევა დაევალათ, 30 ოპერაცია დასჭირდათ.

იაპონელი მოდელი, ვანილა შამიუ საკმაოდ მიმზიდველი გოგონა იყო. გარეგნული მონაცემების წყალობით ვანილამ არაერთ სამოდელო სააგენტოსთანაც ითანამშრომლა, თუმცა ის მსოფლიო პოდიუმის დაპყრობაზე ოცნებობდა. აზიელი ქალები გრძელი ფეხებით და 180 სმ-იანი სიმაღლით ვერ დაიკვეხნიან, რაც საერთაშორისო აღიარების ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმია.

ამიტომ ვანილამ ქირურგების დახმარებით ევროპული გარეგნობის ”მორგება” გადაწყვიტა. ვანილამ 30 ოპერაცია გაიკეთა და ამისთვის 130 000 დოლარი გადაიხადა. ახლა, როცა ოცნებას თითქმის მიაღწია, გოგონა ასაკს მალავს.

პირველი ოპერაცია მან 19 წლის ასაკში გაიკეთა. ვანილას გაუთეთრეს კანი, შეუცვალეს თვალის ჭრილი, მკერდის და შუბლის ფორმა.

მიუხედვად ყველაფრისა, ის მაინც არაა კმაყოფილი გარეგნობით: მას წინ ყველაზე რთული ცვლილება - ფეხების დაგრძელება ელის.

"მზად ვარ კიდევ უამრავი ოპერაცია გავიკეთო, ოღონდ ჩემი გარეგნობა ისეთი გახდეს, როგორიც მე მაქვს ჩემს ოცნებებში წარმოდგენილი", - განაცხადა ვანილამ.

მომზადებულია huffingtonpost.co.uk-ის მიხედვით.

იხილეთ ვიდეო

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს