მექსიკის მიწისქვეშა სანაპირო

მექსიკის მიწისქვეშა სანაპირო

Playa del Amor - სიყვარულის სანაპირო, ასე ქვია მექსიკაში, მარიეტის კუნძულებთან არსებულ მიწისქვეშა სანაპიროს, რომელიც შემთხვევით აღმოაჩინეს. ეს უნიკალური ადგილი ზედგამოჭრილია თავგადასავლების და უცნაური ადგილების მოყვარულთათვის.

მარიეტის კუნძულთა არქიპელაგი რამდენიმე საუკუნის წინ ვულკანური აქტივობის შედეგად წარმოიქმნა. XX საუკუნის დასაწყისში მექსიკის ხელისუფლება უკაცრიელ კუძნულზე იარაღის ტესტირებას ატარებდა.

დღეისთვის ეს არქიპელაგი ნაციონალური პარკის ზონადაა გამოცხადებული. აქ აკრძალულია ნადირობა, თევზაობა და მრეწველობა.

კუნძულები დღემდე უკაცრიელია. ტურისტების კუნძულამდე მიყვანის უფლება მხოლოდ სახელმწიფოს გადამზიდ კომპანიებს აქვთ.

რაც შეეხება Playa del Amor-ს, ამ მიწისქვეშა სანაპიროზე მოხვედრა მხოლოდ ოკეანის მხრიდან 2.5 მეტრის სიღრმის გვირაბის გავლითაა შესაძლებელი.

სანაპიროსა და მის თავზე არსებულ კლდეს შორის 1.5 მეტრიანი სივრცეა, რის შედეგადაც აქ პატარა ნავით გასეირნებაც შეიძლება. ტურისტებში ეს ადგილი დიდი პოპულარობით სარგებლობს - ის ნამდვილად უნიკალურია.

იხილეთ ფოტოგალერეა

მომზადებულია drunov.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს