ნახატები, რომელსაც თვითმფრინავი ხატავს

ნახატები, რომელსაც თვითმფრინავი ხატავს

ფლორიდელი მხატვარი ავსტრიელი პრინცესა ტარინან ფონ ანჰალტი, აბსტრაქტულ ნახატებს ქმნის. მისი ხატვის პროცესი ყველასგან გასხვავებულია. მხატვარი ტილოზე საღებავს თვითმფრინავის ტურბორეაქტიული ძრავის ცხელი ნაკადის მეშვეობით ისე აშხეფებს, რომ ნახატი თავად იქმნება.

ეს ხატვის ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული მეთოდია, თუმცა პრინცესა ტარანინის კლიენტები მზად არიან, გადაიხადონ 50 000 დოლარი, რათა ოსტატის მუშაობის პროცესს დაესწრონ.

ფერწერის ეს უცნაური ხერხი, რომელსაც jet art (რეაქტიული მხატვრობა) ქვია, ჯერ კიდევ 1982 წელს, ავსტრიელმა პრინცმა იურგენ ფონ ანჰალტმა მოიგონა. როდესაც ის გარდაიცვალა, მისი საქმიანობა მისმა მეუღლე ტარინანმა განაგრძო.

ის პირველი ქალია, რომელიც ამ მეთოდის გამოყენებით ხატავს. რამდენიმე დღის წინ პრინცესა ერთ-ერთი კერძო ავიაკომპანიის 50 წლისთავზე მიიწვიეს. მხატვარმა 2 დღის განმავლობაში 110 ნამუშევარი შექმნა.

ვიღაცამ შეიძლება იფიქროს, რომ ტარინანი ქილებით ხელში სუფთა ტილოს წინ დარბის და მას საღებავს ასხამს, თუმცა შემოქმედს ნახატის შესაქმნელად, თვითმფრინავის ძრავიდან წამოსულ ჰაერის ნაკადთან და ტემპერატურასთან გამკლავება უწევს, რომელმაც შესაძლოა 250 გრადუსსაც კი მიაღწიოს.

იხილეთ ფოტოგალერეა

მომზადებულია drunov.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს