აზერბაიჯანისა და რუსეთის დიპლომატიური კონფლიქტი ”ევროვიზიის” გამო

აზერბაიჯანისა და რუსეთის დიპლომატიური კონფლიქტი  ”ევროვიზიის” გამო

"ევროვიზია" რომ პოლიტიკური კონკურსია, დიდი ხანია ცნობილია, მაგრამ რუსეთის პირველი დიპლომატი ძალადობას მუსიკალურ კონკურსებზეც არ იშლის. 

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა აზერბაიჯანელ კოლეგა ელმარ მამედიაროვს ერთ-ერთ დიპლომატიურ შეხვედრაზე ”ევროვიზიის” გამო საყვედური უთხრა. ლავროვმა მამედიაროვს პირდაპირ ჰკითხა, რატომ არ გაიმეტა აზერბაიჯანმა რუსი კონკურსანტისთვის, დინა გარიპოვასთვის ქულა. როგორც ცნობილია, აზერბაიჯანმა რუსი კონკურსანტი "ნული ქულით" შეაფასა.

დაბნეულ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრს თავის მართლება მოუწია. ელმარ მამედიაროვმა განაცხადა, რომ მობილური ტელეფონის ოპერატორების მონაცემებით, რუსეთის წარმომადგენელი დინა გარიპოვა ადგილობრივი ხმის მიცემის სისტემაში მეორე ადგილზე გავიდა და ეს ნიშნავს, რომ მას 10 ქულას მისცემდნენ. თუმცა, როდესაც ტელევიზიით პირდაპირ ეთერში ხმის მიცემა დაიწყო, რუსეთმა ქულები არ მიიღო.

რუსეთის პირველმა დიპლომატმა ამას "აღმაშფოთებელი ინციდენტი" უწოდა და განაცხადა, რომ გარიპოვას ქულები მოპარეს. არადა რუსეთს აზერბაიჯანის წარმომადგენელი უმაღლესი - 12 ქულით შეუფასებია.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

იხილეთ ვიდეო

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს